30 October 2023

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა  სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა  სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო.

სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ  და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საქმიანობის არაერთი მიმართულება გააცნეს. მათ შორის, შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის აღსრულება, განრიდების პროგრამების, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებული მიღწევები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია  პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ.

თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი  გაეროს ბავშთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.

Similar news