23 September 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით სამუშაო შეხვედრა გამართა.
 
22 სექტემბერს გამართულ შეხვედრაზე იუსტიციის სამინისტროს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრისა და ოკუპირებული რეგიონებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმა კანონთან კონფლიქტში მყოფი პირების დასაქმების ხელშეწყობის შესაძლებლობები, არსებული გამოწვევები და მათზე რეაგირების მექანიზმები განიხილეს.
 
 
დასაქმების ხელშეწყობა სააგენტოს ბენეფიციართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესის მნიშვნელოვანი მიმართულება და უწყების ერთ-ერთი ძირითადი პრიორიტეტია.
 
პარტნიორ უწყებებთან აქტიური თანამშრომლობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება მომავალშიც გაგრძელდება.

Similar news