08 July 2026

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებს უმასპინძლა.

სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელმა პირებმა „საქართველოს სტუდენტური პარლამენტისა და მთავრობის“ წარმომადგენლებს დეტალურად გააცნეს უწყების საქმიანობის ძირითადი მიმართულებები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრობაციისა და არასაპატიმრო სასჯელების აღსრულებას, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა სარეაბილიტაციო შესაძლებლობებს, განრიდების პროგრამებსა და არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მექანიზმებს.

საინფორმაციო შეხვედრა ინტერაქციულ ფორმატში, კითხვა-პასუხის რეჟიმში წარიმართა.

ღონისძიება მიზნად ისახავდა ახალგაზრდების ცნობიერების ამაღლებას სააგენტოს საქმიანობისა და მის სისტემაში მოქმედი პროგრამებისა და სერვისების შესახებ.

Similar news