04 June 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული  სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული  სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები „ექსპერიმენტორიუმს“ ესტუმრნენ.
 
მოზარდები  ფიზიკისა და ქიმიის ინტერაქტიულ ლაბორატორიაში, ცდების ჩატარების პროცესში ჩაერთნენ. დაესწრნენ საგანმანათლებლო პროგრამას. ინტერაქტიული ექსპოზიციების საშუალებით, მოზარდები მათთვის გასაგები და სახალისო მეთოდებით გაეცნენ ფიზიკის კანონებს.
 
ინტერაქტიულ სამეცნიერო მუზეუმში 70-მდე ექსპონატია წარმოდგენილი, რაც მოზარდებს ფიზიკის კანონების თუ ქიმიურ რეაქციებზე ინფორმაციის სახალისო ფორმით მიღებაში ეხმარება.
 
საგანმანათლებლო - გასართობი აქტივობები მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში იღებენ მონაწილეობას.
 

Similar news