09 March 2026

ბენეფიციარებისთვის ქალთა საერთაშორისო დღე კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა

ბენეფიციარებისთვის ქალთა საერთაშორისო დღე  კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
 
​დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის ,,აზროვნების აკადემიაში" გამართული კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.
 
​შეხვედრას თემაზე „ქალის ძალა ცხოვრების რთულ ეტაპზე “ ფსიქოლოგი მარინა კაჭარავა უძღვებოდა. მონაწილეებმა თეორიული და პრაქტიკული საკითხები განიხილეს, რაც სამომავლოდ საკუთარი შესაძლებლობების უკეთ გააზრებაში დაეხმარებათ.
 
​ღონისძიების დასასრულს, ბენეფიციარებს სააგენტოს სახელით სიმბოლური საჩუქრები და ყვავილები გადაეცათ.
 
 
 

Similar news