არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს. მოზარდებმა ტრადიციული ექსპონატების ნაცვლად ოპტიკური ჰოლოგრაფიული პორტრეტები დაათვალიერეს. იმყოფებოდნენ ანტი-გრავიტაციის და მბრუნავ ოთახებში. გაიარეს უსასრულო გვირაბი. მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები მეცნიერებას მათთვის მარტივად გასაგები ფორმით გაეცნენ.
ცენტრის ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში ერთვებიან.