18 November 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის მიზნით, არტ-თერაპიის მეთოდს ნერგავს. პროექტის ფარგლებში, მოზარდები ხატვას, ძერწვას, ქარგვას და ხელნაკეთი ნივთების შექმნას შეისწავლიან. ცენტრი შემეცნებითი წიგნებით, სამაგიდო თამაშებითა და სხვა საჭირო ინვენტარით სრულად აღიჭურვა.
 
პროექტი ბენეფიციარებს შემოქმედებითი უნარების განვითარებაში, ცოდნის შეძენასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარება.
 
არტ-თერაპიის მეთოდი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს მხარდაჭერით დაინერგა.

Similar news