არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ.
ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებს, ავიაციის , როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროს მნიშვნელობას.
არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ასევე, დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საფრენოსნო საწაფები.
მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.