საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი

საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, საზოგადოებრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან სააგენტოს ურთიერთობის კოორდინირება;
  • საზოგადოების ინფორმირება სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული საქმიანობის მიმდინარეობისა და სიახლეების შესახებ;
  • სააგენტოს სხვა სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მიღებული შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება;
  • სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდისა და სოციალური ქსელების ადმინისტრირება; სააგენტოს ვებგვერდის წარმოება-განახლების მიზნით, სააგენტოს სტრუქტურული ერთეულებიდან და ტერიტორიული ორგანოებიდან მოწოდებული ინფორმაციის განთავსება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს უფროსის დავალებების შესრულება; 
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.