არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ფუნქციებია:
- „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონითა და „არასრულწლოვანთა რეფერირების წესით“ გათვალისწინებული რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა სოციალიზაციის, რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის ხელშეწყობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით ინსტიტუციური და კომპლექსური მიდგომების დანერგვა და გამოყენების უზრუნველყოფა;
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის ხელშემწყობი პროგრამების შემუშავება და განხორციელება;
- კომპეტენციის ფარგლებში, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია;
- არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიმართულებით, უწყებათაშორისი კოორდინაცია;
- არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტთა ჯგუფის საქმიანობის კოორდინაცია;
- კანონმდებლობით დაკისრებული სხვა მოვალეობების შესრულება.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი თავისი მიზნისა და ფუნქციების შესასრულებლად უფლებამოსილია:
- მოახდინოს რთული ქცევის მოზარდების იდენტიფიცირება;
- მოითხოვოს, მიიღოს და დაამუშაოს რთული ქცევის მოზარდების შესახებ საჭირო ინფორმაცია ნებისმიერი პირისგან;
- შეაფასოს არასრულწლოვნის მდგომარეობა, ინდივიდუალური საჭიროებები, ფსიქო-სოციალური და სხვა ფაქტორები;
- უზრუნველყოს არასრულწლოვნის შესაბამის სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება ან/და სერვისების მიწოდება;
- კომპეტენციის ფარგლებში, უზრუნველყოს არასრულწლოვნის ოჯახის სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში/პროგრამებში გადამისამართება/ჩართვა და ხელი შეუწყოს ასეთი სერვისების/პროგრამების განვითარებას;
- არასრულწლოვნისა და მისი ოჯახისათვის მიწოდებული სერვისებისა და არსებული მდგომარეობის შეფასების მიზნით განახორციელოს სერვისის მიმწოდებელი პირების, საჯარო დაწესებულებების და კერძო სამართლის იურიდიულ პირების მონიტორინგი;
- საჭიროების შემთხვევაში, განახორციელოს არასრულწლოვნის არასრულწლოვანთა რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნა;
- გააფორმოს არასრულწლოვანთა რეფერირებასთან დაკავშირებული კანონმდებლობით გათვალისწინებული ხელშეკრულებები;
- კანონით დადგენილი წესის შესაბამისად, მიმართოს სასამართლოს, საჯარო დაწესებულებებსა და კერძო სამართლის იურიდიულ პირებს;
- განახორციელოს არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციის მიზნებისათვის სათანადო ღონისძიებები და აქტივობები, აგრეთვე, შექმნას, განავითაროს და განახორციელოს შესაბამისი სერვისები/პროგრამები;
- განახორციელოს შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომი მონიტორინგი;
- უზრუნველყოს არასრულწლოვნის რეფერირების დაწესებულებაში გაგზავნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებასთან, აღსრულებასა და გადასინჯვასთან, აგრეთვე, რეფერირების პროცესის მონიტორინგთან დაკავშირებული საქმიანობის კოორდინაცია;
- განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა.