დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კერამიკის სტუდიაში, თიხაზე მუშაობის პროცესში ჩაერთნენ. არასრულწლოვნებმა დამოუკიდებლად შექმნეს საკუთარი ნამუშევრები და მიიღეს მათთვის საინტერესო ინფორმაცია თიხასთან მუშაობის სპეციფიკაზე. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, მოზარდებისათვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ყაზახეთის პროკურატურის დელეგაციას უმასპინძლა. სტუმრები ადგილზე გაეცნენ შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგით აღსრულების, განრიდების პროგრამებს, მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებულ მიღწევებს. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ. ყაზახეთის დელეგაციას სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა უმასპინძლეს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებთან პირველი სამუშაო შეხვედრა გამართა. გაცნობითი ხასიათის შეხვედრას სააგენტოს უფროსის მოადგილეები და დეპარტამენტების ხელმძღვანელები ესწრებოდნენ. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სააგენტოს საქმიანობის სამომავლო გეგმებს. ბესიკ მეურმიშვილმა თანამშრომლებს უწყების განვითარების ხედვა გააცნო და მათ სამუშაო პირობების გაუმჯობესებისა და მიმდინარე საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით განსახორციელებელი აქტივობები წარუდგინა. დეპარტამენტების უფროსებმა ახალ ხელმძღვანელს სააგენტოს მიმდინარე საქმიანობის შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია, ასევე, არსებული გამოწვევები და გეგმები გააცნეს. ბესიკ მეურმიშვილმა პირველ სამუშაო დღეს სააგენტოს სისტემაში შემავალი დეპარტამენტები მოინახულა და თანამშრომელთა სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა.
იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს“ უფროსად ბესიკ მეურმიშვილი დაინიშნა. ბესიკ მეურმიშვილს აქვს საჯარო სამსახურში მუშაობის და აკადემიური საქმიანობის მრავალწლიანი გამოცდილება. იგი სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას ეწევა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. ასევე, არის აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი.