შპს "პერსპექტივა"

სააგენტოს მიერ დაფუძნებული სამეწარმეო იურიდიული პირი - შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება - ,,პერსპექტივა“

შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება („შპს“) არის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონისა და ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად შექმნილი სამეწარმეო საზოგადოება (იურიდიული პირი).

საზოგადოების საქმიანობის ძირითადი საგანი: ,,დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლით დადგენილი სააგენტოს მიზნებისათვის აუცილებელი ეკონომიკური საქმიანობა.

შპს ,,პერსპექტივა“ ახორციელებს პატიმრობის კოდექსის 172 და 17​3 მუხლებით (ხანგრძლივი და საოჯახო პაემანი) გათვალისწინებული პაემნების ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას.