ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს მიზანია:  

პენიტენციური დაწესებულებებიდან გათავისუფლებული პირების რეაბილიტაციის ხელშეწყობა, მათი დაბრუნება საზოგადოების სრულუფლებიან წევრებად და ამ გზით საზოგადოების დაცვა განმეორებითი დანაშაულისგან.

სამმართველოს მომსახურებებში  ჩართვა ნებაყოფლობითია და  მომსახურებებით სარგებლობა შეუძლიათ, როგორც ყოფილ პატიმრებს, ასევე მათი ოჯახის წევრებს.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამის სამიზნე ჯგუფები და  სარეაბილიტაციო პროცესი:

ყოფილ პატიმართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროგრამა გულისხმობს დეპარტამენტის ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის სამმართველოს მიერ განსახორციელებელ ღონისძიებათა ერთობლიობას, რომლის მიზანია დანაშაულის განმეორებით ჩადენის პრევენცია პროგრამაში ჩართულ ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და პრო სოციალური ღირებულებების აღდგენის/ჩამოყალიბების გზით.

ყოფილ პატიმართა  რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო შედგება:  სოციალური მუშაკებისგან და  ფსიქოლოგებისაგან.

ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს  სამიზნე ჯგუფები:

  • ყოფილ პატიმრები

შემთხვევის მმართველი - სოციალური მუშაკი  ყოფილი პატიმრის სააგენტოში მომართვის შემდეგ, ახორციელებს   რისკების და საჭიროებებს შეფასებას, ბენეფიციართან შეთანხმებით ადგენს ინდივიდუალური მომსახურების გეგმას, და აწვდის შესაბამისს მომსახურებას.  პროცესში საჭიროებისამებრ ერთვება სამმართველოს ფსიქოლოგიც. გეგმის განხორციელება ექვემდებარება სისტემატურ მონიტორინგს, რომელსაც ყოველთვიურად ატარებს შემთხვევის მმართველი, რაც ემსახურება რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის პროცესის მიმდინარეობისას მიღწეული შედეგების, გამოვლენილი რისკებისა და დამცავი ფაქტორების დროულ აღმოჩენას, შესაბამისი საპასუხო ღონისძიების გატარებას. გეგმით განსაზღვრული სარეაბილიტაციო პროცესის დასრულებისას, სოციალური მუშაკი აჯამებს რეაბილიტაციის შემდგომ მდგომარეობას, რომლის საფუძველზეც იღებს გადაწყვეტილებას შემთხვევის გადასინჯვის/ახალი გეგმის შედგენის ან შემთხვევის დახურვის შესახებ. 

  • პირობით ვადამდე გათავისუფლების კომისიისთვის მსჯავრდებული პირის (#მე-11 დაწესებულება; #მე-5 დაწესებულება და #მე-16 დაწესებულება) ოჯახის და სოციალური გარემოს შეფასება:

 სოციალური მუშაკი  პენიტენციური დაწესებულების მომართვის საფუძველზე ახორციელებს ვიზიტს მსჯავრდებულის საცხოვრებელ გარემოში, ხვდება ოჯახის წევრებს,  აცნობს შეფასების მიზანს, განუმარტავს მსჯავრდებულის დაწესებულებიდან გათავისუფლებამდე ოჯახში არსებული მდგომარეობის ცვლილებასთან დაკავშირებით სოციალური მუშაკისთვის შეტყობინების აუცილებლობას, შეფასების დასრულების შემდეგ მსჯავრდებულის ოჯახისა და სოციალური გარემოს შეფასებისა და საჭიროებების განსაზღვრის დოკუმენტი იგზავნება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში.  

  • უვადო თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებული პირის გათავისუფლებისათვის მომზადების პროგრამაში მონაწილეობა:

სოციალური მუშაკი, პენიტენციური დაწესებულების მომართვის საფუძველზე, ახორციელებს ვიზიტს მსჯავრდებულის საცხოვრებელ გარემოში, ხვდება ოჯახის წევრებს, აცნობს შეფასების მიზანს და ამზადებს ოჯახისა და სოციალური გარემოს  შეფასებას, აღნიშნული დოკუმენტი კი იგზავნება შესაბამისი დაწესებულების ადმინისტრაციაში. ამასთან, სოციალური მუშაკი პრობაციის ოფიცერთან ერთად ერთვება პენიტენციური სამსახურის  მულტი დისციპლინურ გუნდში და სპეციალისტებთან ერთად იღებს მონაწილეობას ბენეფიციარისთვის ინდივიდუალური პროგრამის შედგენასა და დამტკიცებაში. სოციალური მუშაკი და პრობაციის ოფიცერი ასევე ერთვებიან პროგრამის ყველა ეტაპზე, სადაც პრობაციის უწყების ჩართვის საჭიროება გამოიკვეთება. 

მომსახურებები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობის (ID ბარათი) უფასოდ დამზადება, პროგრამის ბენეფიციარებისთვის.
  • უფასო სამგზავრო ბარათი მუნიციპალურ ტრანსპორტში, რაც ხელს უწყობს ბენეფიციარს დაუბრკოლებლივ მიიღოს ცენტრის მიერ შეთავაზებული მომსახურებები.
  • ფსიქო-კონსულტირება - ბენეფიციარის პირადი თუ ოჯახური საჭიროებიდან გამომდინარე საქმის მართვაში შესაძლებელია ჩაერთოს ფსიქოლოგი, რომელიც ბენეფიციარს უწევს ფსიქოლოგიურ კონსულტაციას, საჭიროების შემთხვევაში ამისამართებს შესაბამის დაწესებულებაში და უწევს თანხლებას. 
  • იურიდიული კონსულტაცია - ყოფილ პატიმრებს, მათი  საჭიროებებიდან გამომდინარე, სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებში ცენტრის იურისტი ეხმარება. ზოგიერთ შემთხვევაში, ხდება მათი გადამისამართება სააგენტოს პარტნიორ არასამთავრობო და სამთავრობო ორგანიზაციებში.
  • ჯანმრთელობის პრობლემების მოგვარება - ყოფილ პატიმართა ჯანმრთელობაზე ზრუნვა ძირითადად სახელმწიფო პროგრამებით ხდება. სოციალური მუშაკი ეხმარება ყოფილ მსჯავრდებულს როგორც საყოველთაო (ან სხვა ტიპის) დაზღვევით ასევე რეფერალური მომსახურებით სხვადასხვა სამედიცინო საჭიროების დაკმაყოფილებაში. მოქმედებს, ასევე, რეფერირების ქსელი სხვადასხვა არასამთავრობო ორგანიზაციაში, რომლებიც, ასევე, უზრუნველყოფენ სხვადასხვა სამედიცინო  ჩარევას,
  • პროფესიული გადამზადების ხელშეწყობა - სახელმწიფო პროფესიულ კოლეჯებსა და გადამზადების ცენტრებში.
  • არაფორმალური განათლება / თემატური ტრენინგები.
  • უცხო ენისა და სხვადასხვა საგნის შემსწავლელი კურსები.
  • სპორტული, კულტურული და საგანმანათლებლო ღონისძიებები.