მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო:

სამმართველოს მიზანია, სისხლის სამართლის მართლმსაჯულების პროცესში კანონთან კონფლიქტში მყოფ პირებზე ორიენტირებული მხარდამჭერი მექანიზმის ამუშავება. მსჯავრდებულთა შეფასება, რისკებისა და საჭიროებების განსაზღვრა და აღნიშნული საჭიროებებზე მორგებული სერვისების შეთავაზება მათი ფსიქო-ემოციური და სოციალური ფუნქციონირების დონის გაუმჯობესების, ასევე, დანაშაულის განმეორებით ჩადენის თავიდან არიდებისა და შედეგად, საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით.

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველო შედგება: სოციალური მუშაკებისგან, ფსიქოლოგებისა და იურისტისგან. მათი საქმიანობა ხორციელდება საქართველოს შემდეგ რეგიონულ და რაიონულ ცენტრებში: 

  • თბილისი:
  • შიდა ქართლი: გორის, ხაშურის ბიუროები;
  • ქვემო ქართლი: რუსთავისა და მარნეულის ბიუროები;
  • მცხეთა-მთიანეთი: მცხეთისა და დუშეთის ბიუროები;
  • კახეთი: თელავისა და გურჯაანის ბიუროები;
  • სამცხე-ჯავახეთი: ახალციხის, ბორჯომისა და ახალქალაქის ბიუროები;
  • იმერეთი: ქუთაისის და ზესტაფონის ბიუროები;
  • გურია: ოზურგეთისა და ლანჩხუთის ბიუროები;
  • რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი: ამბროლაურის ბიურო, ონის ბიურო;
  • სამეგრელო და ზემო სვანეთი: ზუგდიდის ბიურო, სენაკის ბიურო, ფოთის ბიურო
  • აჭარა: ბათუმის ბიურო, ქობულეთის ბიურო.

რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის  პროგრამები იყოფა ხუთ მიმართულებად:

  1.  1ფსიქო-სოციალური რეაბილიტაცია:
  • „ძალადობრივი დამოკიდებულებისა და ქცევის შეცვლაზე ორიენტირებული სწავლების კურსი“
  • „ბიბლიოთერაპია“
  • „დანაშაულის გააზრება“ ( არასრულწლოვანი/ზრდასრული)
  • „პენიტენციური სტრესი“
  1. დამოკიდებულებების დაძლევა:
  • ნარკოლოგიური რეაბილიტაციის პროგრამა
  • „აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულების რეაბილიტაციის პროგრამა“
  • „ცხოვრების ჯანსაღი წესი“
  • „რელაფსის პრევენცია“
  1. პრო-სოციალური ქცევის ფორმირება:
  • „თანასწორობის პროგრამა“
  • „ინტერპერსონალური კომუნიკაციის პროგრამა“
  • „პოზიტიური უნარ-ჩვევების ინტერვენციის პროგრამა“
  • „ცხოვრებისეული ფასეულობები ზრდასრულთათვის“
  • „საზოგადოებაში ინტეგრაციის პროგრამა“
  • „სოციალური და კოგნიტური უნარების სასწავლო პროგრამა“
  • „ცხოვრებისეული რისკები და პიროვნული რესურსები“
  • „ცხოვრების ჯანსაღი წესი არასრულწლოვნებისთვის“
  • „თვითშეფასების, ახალი შესაძლებლობების განვითარების პროგრამა“
  • „ემოციების რეგულაცია“
  1. განათლების ხელშეწყობა
  2. დასაქმების ხელშეწყობა

რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის პროგრამების თითოეული   მიმართულება რამდენიმე პროგრამას მოიცავს. სარეაბილიტაციო კომპონენტი სასჯელის აღსრულების ინდივიდუალური გეგმის ნაწილია. სასჯელის ინდივიდუალურ გეგმაში გაწერილ სავალდებულო ან/და ნებაყოფლობითი სარეაბილიტაციო მომსახურების აღსრულება ინდივიდუალური ან/და ჯგუფური სესიების სახით ხორციელდება, რომლის მიწოდებასაც  ფსიქოლოგები და სოციალური მუშაკები უზრუნველყოფენ.

მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის სამმართველოს სამიზნე ჯგუფები და სარეაბილიტაციო პროცესი:

  • არასრულწლოვანი/ზრდასრული  პირობით მსჯავრდებულების სააგენტოში აღრიცხვის შემდეგ, პრობაციის ოფიცრისა და საჭიროების შემთხვევაში, სოციალური მუშაკისა და ფსიქოლოგის მხრიდან, ხორციელდება რისკისა და საჭიროებების შეფასება, მნიშვნელოვანი ზიანის რისკისა და დანაშაულის ალბათობის  განსაზღვრა; გამოკვეთილი საჭიროების შესაბამისი სასჯელის ინდივიდუალური გეგმის  შედგენა და  განხორციელება. გეგმით გათვალისწინებული მიზნების შესრულების შემდეგ, შემთხვევის დასრულებამდე, შესაბამისი სპეციალისტი ახორციელებს ბენეფიციარის ქცევაზე ზედამხედველობას.
  • განრიდება-მედიაციის პროგრამის ბენეფიციარი (14-დან 21 წლამდე);

სოციალური მუშაკის ან/და პრობაციის ოფიცრის მიერ ხორციელდება  განსარიდებელი არასრულწლოვნის ან/და 21 წლამდე პირის ინდივიდუალური  შეფასების ანგარიშის მომზადება  და შესასრულებელი პირობების შემუშავება, არასრულწლოვანთან   სავარაუდო პირობების შეთანხმება, არასრულწლოვანის მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულებაში დახმარების გაწევა, დაგეგმვა და მონიტორინგი. აღნიშნულ პროცესში სოციალურ მუშაკთან ერთად ჩართულია პროკურორი და მედიატორი. მომსახურების მიწოდების პროცესში, საჭიროებისამებრ, ერთვება ფსიქოლოგი.

  • სასჯელის დანიშვნისას კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანი ან/და 21 წლამდე პირი;

სოციალური მუშაკი სასამართლო პროცესისთვის (მოსამართლის ან პროკურორის წერილობით მომართვის საფუძველზე) ბრალდებულის ოჯახში ვიზიტის განხორციელების, მასთან და კანონიერ წარმომადგენელთან და სხვა წყაროებთან შეხვედრის შედეგად, ამზადებს ინდივიდუალური შეფასების ანგარიშს არსებითი სხდომის, სასჯელის დანიშვნის სხდომის ან საპროცესო შეთანხმების შემთხვევაში და აგზავნის შესაბამის ვადებში.