მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის დეპარტამენტი
მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია - რესოციალიზაციის დეპარტამენტი დანაშაულის პრევენციის არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფია და თავისი ამოცანებისა და კომპეტენციის განხორციელებისას წარმოადგენს პრობაციის სისტემას. სტრუქტურული ერთეულის ძირითადი საქმიანობა მოიცავს:
- რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის მიმართულებით, პროფესიული სტანდარტების შემუშავებასა და დანერგვას;
- სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარების საჭიროებების განსაზღვრას, კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეწყობასა და პერიოდული პროფესიული გადამზადების ორგანიზებას;
- სოციალური მუშაკებისა და ფსიქოლოგების საქმიანობაზე პროფესიულ ზედამხედველობას;
- ფსიქო-სოციალური, საგანმანათლებლო და სარეაბილიტაციო პროგრამების და პროექტების შემუშავება/ადაპტირებას, განხორციელებასა და მართვას;
- კვალიფიციური ინდივიდუალური შეფასების მომზადების უზრუნველყოფას, შესაბამისი მომსახურების მიწოდებასა და პროცესის ზედამხედველობას;
- სააგენტოს ბენეფიციარებისთვის რისკებსა და საჭიროებებზე მორგებული მომსახურების მიწოდებას. რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მონიტორინგისა და შეფასების სისტემის დანერგვა-ფუნქციონირებას;
- რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით, საუკეთესო პრაქტიკის დანერგვის მიზნით, შესაბამის საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობას.