განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი
განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტი
განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის ფუნქციებია:
- არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსითა და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული განრიდებისა და მედიაციის პროგრამის მართვა და კოორდინირება;
- კომპეტენციის ფარგლებში, განრიდებისა და მედიაციის პროგრამაში ჩართული პროფესიონალების კვალიფიკაციის ამაღლება;
- პროგრამასთან დაკავშირებული სამართლებრივი ბაზისა და მექანიზმების დასახვეწად რეკომენდაციების შემუშავება;
- აღდგენითი მართლმსაჯულების მიდგომების პოპულარიზაცია და დანერგვა;
- აღდგენითი მართლმსაჯულების, სისხლის სამართლის მედიაციის გამოყენების სფეროების გაფართოება, შესაბამისი პროგრამების დანერგვა, განვითარება და პოპულარიზაცია;
- მედიატორების კვალიფიკაციის ამაღლება;
- სისხლის სამართლის მედიატორთა საქმიანობის მართვა და კონტროლი;
- განრიდებისა და აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში უწყებათაშორისი კოორდინაცია,
- საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;
- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.