ანალიტიკური დეპარტამენტი

ანალიტიკური დეპარტამენტის ფუნქციებია:

  • კომპეტენციის ფარგლებში, ქვეყანაში არსებული სერვისების მოკვლევა და ანალიზი, საუკეთესო პრაქტიკის კვლევა ადგილობრივ და საერთაშორისო დონეზე;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების სრულყოფასა და ეფექტიანობის გაზრდაზე ორიენტირებული ახალი სერვისების, ინოვაციური იდეებისა და პროექტების შემუშავება, ინიციირება, სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულებისა და პრობაციის ბიუროებისთვის მიწოდება და მათი განხორციელების ხელშეწყობა;
  • სააგენტოს კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების ერთიანი სტანდარტის შემუშავება, სააგენტოს სხვა სტრუქტურულ ერთეულებსა და პრობაციის ბიუროებში დანერგვა და მონიტორინგი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სერვისების რუკის შექმნა და მართვა, სერვისების ერთიანი ელექტრონული ბაზის შემუშავება და მისი მუდმივი განახლება;
  • კომპეტენციის ფარგლებში, სააგენტოს ბენეფიციარების საჭიროებების კვლევა და მათზე მორგებული სერვისების დანერგვა/განვითარება; ვ) შიდა სერვისების კომპონენტის განვითარებაში მონაწილეობა;
  • პარტნიორთა ქსელის შექმნის უზრუნველყოფა და მის მუდმივ გაფართოებაზე მუშაობა;
  • სამინისტროს მიერ დაფინანსებული და სააგენტოს საქმიანობის სფეროს მიკუთვნებული საგრანტო მენეჯმენტი;
  • კომპეტენციის ფარგლებში, ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა და ალტერნატიული დაფინანსების წყაროების მოძიება;
  • სააგენტოს საქმიანობისთვის საჭირო სტატისტიკური ფორმების შემუშავება;
  • სტატისტიკური მონაცემების შეჯამება, ანალიზი და სტატისტიკური ანგარიშების შედგენა, მოთხოვნა და სისტემაში მოყვანა;
  • სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული კვლევების ჩატარება ან/და მასში მონაწილეობის მიღება;
  • საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციების განხორციელება.