პირობით მსჯავრდებულებს ჰეპატიტებსა და აივ-შიდსზე სკრინინგი ჩაუტარდათ
23 Июнь 2022

პირობით მსჯავრდებულებს ჰეპატიტებსა და აივ-შიდსზე სკრინინგი ჩაუტარდათ

პირობით მსჯავრდებულებს ჰეპატიტებსა და აივ-შიდსზე სკრინინგი ჩაუტარდათ. პრობაციონერებს კვლევაში ჩართვა უსასყიდლოდ, გურიის პრობაციის ბიუროში, მთელი დღის განმავლობაში შეეძლოთ. სკრინინგის მიზანი, დაავადებების დროულად აღმოჩენა და შემდგომი გავრცელების პრევენციაა. პირობით მსჯავრდებულთა ტესტირება ,,ფენიქსი-2009’’-ის მიერ, ,,ზიანის შემცირების ქსელის’’ ეგიდით და ,,გლობალური ფონდის’’ დაფინანსებით განხორციელდა. აივ შიდსზე, B და C ჰეპატიტებზე სკრინინგის აქცია პერმანენტულად ტარდება.

სააგენტომ საქველმოქმედო პროექტში ჩართული ფონდები დააჯილდოვა
15 Июнь 2022

სააგენტომ საქველმოქმედო პროექტში ჩართული ფონდები დააჯილდოვა

სააგენტომ ბენეფიციარების საკვებით უზრუნველყოფის, სამედიცინო სერვისებისა და მედიკამენტების მიწოდებისთვის მის მიერ ორგანიზებულ საქველმოქმედო პროექტში ჩართული ფონდები დააჯილდოვა. ფონდ „თანსიკეთეს“ მონაწილეობით, 3 თვის განმავლობაში, ბენეფიციარების ოჯახები ყოველთვიურად, საკვები პროდუქტებით მომარაგდა. ფონდმა „ფემინამ“ მარტოხელა, სოციალურად დაუცველი პირობით მსჯავრდებულისთვის მედიკამენტები შეიძინა. განრიდებული სტუდენტისთვის სწავლის გადასახადის თანადაფინანსება უზრუნველყო. დაიგეგმა ციფრული უნარების განვითარებაზე მიმართული ტრენინგები, რომელშიც შიდა ქართლში მცხოვრები მსჯავრდებული ჩაერთვება. ქალთა საერთაშორისო ასოციაცია „საქართველო“ ბენეფიციარების ჯანმრთელობის მდგომარეობის გამოკვლევებს და მედიკამენტების შეძენას უზრუნველყოფს. „ხანძთელის ფონდი“ ადამიანებსა და ორგანიზაციებს ქველმოქმედების განხორციელების პროცესში ეხმარება და გარდა საჭიროებების დაკმაყოფილებისა, ბენეფიციარების მოხალისეობრივ საქმიანობაში ჩართვის მიმართულებაზე, პროფესიული განათლების მიწოდებასა და დასაქმებაზეც ზრუნავს. საქველმოქმედო პროექტის განხორციელება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ 2021 წლიდან დაიწყო. სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ დღეს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროცესში ჩართული ორგანიზაციების წარმომადგენლები მადლობის სიგელებით დააჯილდოვა.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს
14 Июнь 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა ილუზიების სამყაროში იმოგზაურეს. მოზარდებმა ტრადიციული ექსპონატების ნაცვლად ოპტიკური ჰოლოგრაფიული პორტრეტები დაათვალიერეს. იმყოფებოდნენ ანტი-გრავიტაციის და მბრუნავ ოთახებში. გაიარეს უსასრულო გვირაბი. მუზეუმის სპეციფიკიდან გამომდინარე, არასრულწლოვნები მეცნიერებას მათთვის მარტივად გასაგები ფორმით გაეცნენ. ცენტრის ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები, ბავშვთა დაცვის დღესთან დაკავშირებით, 1 ივნისიდან მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება. არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში ერთვებიან.

სამი პირობით მსჯავრდებული კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ დასაქმდა
10 Июнь 2022

სამი პირობით მსჯავრდებული კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ დასაქმდა

სამი პირობით მსჯავრდებული კომპანია „სოკარ ჯორჯიაში“ დასაქმდა. ჩამსხმელი ოპერატორის პოზიციაზე პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ და გამოსაცდელი ვადაც წარმატებით გაიარეს. პირობითი მსჯავრდებულები კომპანია „სოკარ ჯორჯიას“ სამ ბენზინგასამართ სადგურზე დასაქმდნენ. მათ სამუშაო პირობებს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი გაეცნენ. თამთა დემურიშვილი და ლადო ხელაძე პრობაციონერებს გაესაუბრნენ და მათი საჭიროებები მოისმინეს. დღესვე, კომპანია „სოკარ ჯორჯაის“ მომხმარებლებს საჩუქრად ქალი მსჯავრდებულების მიერ გაზრდილი ყვავილები გადაეცათ. პირობითი მსჯავრდებულები კომპანია „სოკარ ჯორჯიასა“ და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში დასაქმდნენ. ურთიერთთანამშრომლობა პრობაციონერებთან ერთად, დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობასაც ითვალისწინებს. თანამშრომლობის პირველ ეტაპზე, კომპანია „სოკარ ჯორჯაიმ“ ქალთა #5 დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულების მიერ შექმნილი 5000 ლარის ღირებულების ხელნაკეთი ნივთი უკვე შეიძინა

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გასართობ ცენტრში მათი ინტერესების მიხედვით მომზადებულ აქტივობებში ჩაერთნენ
07 Июнь 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გასართობ ცენტრში მათი ინტერესების მიხედვით მომზადებულ აქტივობებში ჩაერთნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გასართობ ცენტრში მათი ინტერესების მიხედვით მომზადებულ აქტივობებში ჩაერთნენ. ადგილზე სხვადასხვა ასაკობრივი ჯგუფისთვის უახლესი აღჭურვილობა და ლაზერული თამაშები იყო მომზადებული. სპეციალურად შერჩეული ფილმების ნახვა მოზარდებს 7D კინოთეატრში შეეძლოთ. არასრულწლოვნები ანიმატორების მიერ დაგეგმილ გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. აქტივობა ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებული კვირეულის ფარგლებში დაიგეგმა. ღონისძიების ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ტარდება. არასრულწლოვნები კონტაქტურ ზოოპარკსა და ილუზიების მუზეუმს ესტუმრებიან.

შეხვედრა ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
03 Июнь 2022

შეხვედრა ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე ბათუმის, ქედის, შუახევისა და ხულოს პრობაციის ბიუროს თანამშრომლების სამუშაო გარემოს ადგილზე გაეცნო და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა და თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, ასევე დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე
01 Июнь 2022

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ყველა ბავშვს ულოცავს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს და ბენეფიციარებისთვის საგანმანათლებლო-გასართობი აქტივობების ციკლს იწყებს. ამ თარიღთან დაკავშირებით, სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის გონიოს ციხეზე შემეცნებითი ტური მოეწყო და არასრულწლოვნები ანიმატორებთან ერთად გასართობ პროგრამაში ჩაერთნენ. ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, კვირეულის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიება მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდება, სადაც არასრულწლოვნები თავიანთი ინტერესების გათვალისწინებით შერჩეულ აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას. კვირეულის ფარგლებში, არასრულწლოვნები გასართობ ცენტრს, კონტაქტურ ზოოპარკს და ილუზიების მუზეუმს ესტუმრებიან. 1 ივნისი არასრულწლოვნებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მიულოცა.

შეხვედრა სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
31 Май 2022

შეხვედრა სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

სააგენტოს სამოქმედო გეგმა, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერება და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილა ლადო ხელაძემ სამტრედიის, ლანჩხუთის, ფოთისა და ქობულეთის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი პერსონალის სამუშაო გარემოსა და საჭიროებებს პირადად გაეცნო. სააგენტოს უფროსმა თანამშრომლებს იმ მნიშვნელოვან პროექტებზე მიაწოდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის არსებული სიახლეები და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები განიხილეს.

შეხვედრა ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
28 Май 2022

შეხვედრა ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძე ზესტაფონის, თერჯოლისა და ამბროლაურის პრობაციის ბიუროებში იმყოფებოდა. მან თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე მოინახულა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა სამოქმედო გეგმა განიხილა. თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი პროექტები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებას და დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეებიც განიხილეს.