არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები
02 Август 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის ბოტანიკურ სივრცეში შიდა ტური მოეწყო. მოზარდები მცენარეთა მოვლის პროცესში ჩაერთნენ. ცენტრის ბენეფიციარები მცენარეების მოვლის წესებს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია ხე-მცენარეების მნიშვნელობაზე, ნიადაგსა და მის ტიპებზე. გაიგეს, რა უნდა გაითვალისწინონ მცენარისთვის ქოთნის შერჩევის პროცესში. თეორიული კომპონენტის გაცნობის შემდეგ კი თემატური დეკორაციები და მინი ბაღი შექმნეს. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის მსგავსი ტიპის აქტივობებს პერმანენტულ რეჟიმში ახორციელებს, რაც მოზარდებს დროის კონსტრუქციულად გატარებაში ეხმარება.

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ
28 Июль 2022

პირობითი მსჯავრდებულები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ დასაქმდნენ

პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი პირები სოციალურ საწარმო „კოდალაში“ ხის მხატვრული დამუშავების სპეციალისტის პოზიციაზე დასაქმდნენ და ფიქსირებულ ანაზღაურებას იღებენ. ისინი გასაუბრების საფუძველზე შეირჩნენ, პროფესიულად გადამზადდნენ და გამოსაცდელი ვადაც წარმატებით გაიარეს. დასაქმებული პირობითი მსჯავრდებულების სამუშაო პირობებს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე გაეცნენ. მათ, პრობაციონერების მიერ დამზადებული ხის სათამაშოები დაათვალიერეს და საწარმოს დირექტორის მხრიდან, სამუშაო პროცესის შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღეს. სამმხრივი თანამშრომლობა, რომელიც პირობითი მსჯავრდებულების დასაქმებას ითვალისწინებს მომავალშიც აქტიურად გაგრძელდება და ეტაპობრივად, საწარმოში მუშაობის შესაძლებლობა პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფ სხვა პირებსაც შეეძლებათ.

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა
25 Июль 2022

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღე პირველად აღინიშნა უწყების თანამშრომლებს პროფესიული დღე საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ მიულოცა. მინისტრმა განხორციელებული პროექტები შეაჯამა და თანამშრომლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა უწყების საქმიანობის შედეგები და განვითარების ხედვა გააცნო თანამშრომლებს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ. მან ტექნოლოგიურ ინოვაციებზე, დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებაზე, ადამიანური რესურსების განვითარების ხელშეწყობაზე, ინფრასტრუქტურულ განახლებასა და ბენეფიციარების საჭირო სერვისებით უზრუნველყოფის საკითხებზე გაამახვილა ყურადღება. გასული ერთი წლის მანძილზე დანაშაულის პრევენციისა და პრობაციის მიმართულებით არაერთი დაპირება შესრულდა: შეიქმნა ევროპაში პირველი ინოვაციური მოწყობილობა „Probbox“ - პრობაციონერთა მომსახურების ელექტრონული სისტემა, რომელიც პრობაციის სერვისების გეოგრაფიულ ხელმისაწვდომობასა და ანონიმურობას უზრუნველყოფს. ამ დროისათვის „Probbox“ საქართველოს 7 ქალაქში იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობაშია განაწილებული, სამომავლოდ კი მისი რიცხვი 250-მდე გაიზრდება; იმერეთის პრობაციის რეგიონული ბიუროს განახლებული ოფისი გაიხსნა ქუთაისში, მუნიციპალური ოფისები კი - ზესტაფონსა და თერჯოლაში. გარდაბნის, სიღნაღის, კასპისა და ჩხოროწყუს პრობაციის ოფისები ამავე ქალაქების იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებში განთავსდა; არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პირველი რეგიონული ოფისი ამოქმედდა ქუთაისში; გაძლიერდა ადამიანური რესურსი - პრობაციის ოფიცერთა რაოდენობა 12%-ით, სოციალური მუშაკების რაოდენობა 26%-ით, ხოლო ფსიქოლოგების რაოდენობა 67%-ით გაიზარდა. შემუშავდა პრობაციის ოფიცერთა ეთიკის კოდექსი; 4 ახალი სარეაბილიტაციო პროგრამა დაინერგა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიმართულებით. განრიდების პროგრამებში 577 არასრულწლოვანი და 21 წლამდე სრულწლოვანი ჩაერთო. წარმატებული მედიაციის მაჩვენებელმა კი სტატისტიკურად ყველაზე მაღალი - 67% შეადგინა; სააგენტოს ბენეფიციართა დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სახელმწიფო დასაქმების სააგენტოს, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. შრომამისჯილი პირების ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში ჩართულობისა და სასჯელის მოხდის შემდგომ, მათი დასაქმების ხელშეწყობისთვის, მემორანდუმები გაფორმდა სხვადასხვა მუნიციპალიტეტის მერიებთან; შინაპატიმრობის ეფექტიანი აღსრულების მიზნით, შეიქმნა მობილური და 24-საათიანი ელექტრონული მონიტორინგის ჯგუფები. ღონისძიების ბოლოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და ბიუროს ხელმძღვანელმა ლადო ხელაძემ წარმატებული პროფესიონალები მადლობის სიგელებით დააჯილდოვეს. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას სააგენტოს თანამშრომლები, იუსტიციის მინისტრის მოადგილეები, სამინისტროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრა საგარეჯოსა და სიღნაღის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
18 Июль 2022

შეხვედრა საგარეჯოსა და სიღნაღის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი თანამშრომლებს სისტემაში დაგეგმილ სიახლეებს აცნობს. ლადო ხელაძემ საგარეჯოსა და სიღნაღის პრობაციის ბიუროს თანამშრომლების სამუშაო გარემო ადგილზე დაათვალიერა და მათ საჭიროებებზე ინფორმაცია პირადად მიიღო. შეხვედრაზე სააგენტოს უფროსმა თანამშრომლებს ის მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნო, რომელიც საზოგადოების უსაფრთხოების უზრუნველყოფაში პრობაციის ოფიცრის როლის შესახებ ცნობიერების ამაღლებასა და დანაშაულის პრევენციის მიმართულების გაძლიერებას ემსახურება. შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესების მიმართულებით დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა "PROBBOX"-ი და მედიაციის სივრცე ხაშურში
17 Июль 2022

ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა "PROBBOX"-ი და მედიაციის სივრცე ხაშურში

ხაშურის მუნიციპალიტეტში იუსტიციის სამინისტროს ყველა სერვისი იქნება ხელმისაწვდომი იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება მოქალაქეთათვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის კიდევ უფრო გაუმჯობესებაა. ამ მიზნით იუსტიციის მინისტრი ხაშურში მოადგილეებთან ერთად იმყოფებოდა. უკვე წლის ბოლოსთვის ხაშურის მოსახლეობა იუსტიციის სახლის 470-მდე სერვისით სარგებლობას შეძლებს. „დღეს ხაშურელებს არაერთი სასიამოვნო სიახლე გავაცანით. პირველ რიგში, იუსტიციის სახლი, რომლის მშენებლობის პროცესი არის სრულად განახლებული. წლის ბოლოსთვის მომხმარებელს ექნება შესაძლებლობა, რომ მიიღოს ყველა სახის სახელმწიფო მომსახურება ერთ სივრცეში მისთვის ჩვეულ, კომფორტულ გარემოში, როგორსაც ის არის მიჩვეული მთელი საქართველოს მასშტაბით. ხაშურში, ასევე, განვათავსეთ „პრობბოქსი“, რომელიც კიდევ უფრო შეუწყობს ხელს დამნაშავის რესოციალიზაციას. ასევე, გავხსენით მედიაციის სივრცე, რომელიც მნიშვნელოვანია საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისთვის“, – განაცხადა იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ. რატი ბრეგაძის ინიციატივით ხაშურის იუსტიციის სახლის მშენებლობა ახალ ეტაპზე გადავიდა. სამუშაოები ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს და მას ახალი კომპანია აგრძელებს. ხაშურის მუნიციპალიტეტს იუსტიციის სახლის ახალი ფილიალი წლის ბოლოსთვის შეემატება. იუსტიციის სახლში 18 პირი დასაქმდება. მომსახურების დარბაზის გარდა, ახალ ფილიალში თანამედროვე ინტერიერის მქონე საქორწინო-სარიტუალო სივრცეც მოეწყობა. შენობაში იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ების ოფისებიც განთავსდება, რომლებიც ამ დრომდე მოძველებულ ინფრასტრუქტურაში ფუნქციონირებენ. რატი ბრეგაძე ხაშურის პრობაციის ბიუროში გახსნილ მედიაციის ახალ სივრცესაც ეწვია, სადაც მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმოებისთვის ყველა საჭირო პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდებათ. ამ დრომდე რეგიონში მედიაციის სივრცე არ არსებობდა, რის გამოც პროცესის წარმართვისთვის სხვა სივრცის მოძიება ხდებოდა საჭირო. მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია ადამიანებზე, დანაშაულთან შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და დაკმაყოფილებაზე. იუსტიციის სამინისტრო აქტიურად იყენებს მედიაციის მექანიზმს. ის არასრულწლოვანთა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ალტერნატიული ფორმაა, რომელიც დამნაშავეებს პატიმრობის ნაცვლად რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში რეინტეგრაციის ღონისძიებებში ჩართვას სთავაზობს; მედიაციის მექანიზმის წარმატებით მუშაობაზე კი, მეტყველებს ის, რომ 2021 წლის განმავლობაში მედიატორის გამოყოფაზე 596 მიმართვა დაფიქსირდა, საიდანაც კანონთან კონფლიქტში მყოფ 389 ბავშვთან მედიაციის პროცესი წარმატებით დასრულდა. ამ დროისთვის მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისსა და ხაშურში მოქმედებს; წლის ბოლომდე კი, ოზურგეთშიც გაიხსნება. დღესვე პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობა „PROBBOX“, იუსტიციის სახლების გარდა, პირველად, ალტერნატიულ სივრცეში – ხაშურის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსდა. ტექნოლოგიურ მოწყობილობაში ყველა ის სერვისია ინტეგრირებული, რომელთა სარგებლობისთვისაც პრობაციონერებს აქამდე პრობაციის ბიუროებში სჭირდებოდათ მისვლა. „პრობბოქსის“ სერვისებს შორისაა: შეთავაზებები დასაქმების შესახებ, ინფორმაცია პირობითი მსჯავრის გაუქმებაზე, განაცხადის წარდგენა რეჟიმის შემსუბუქების მოთხოვნაზე, პრობაციის ოფიცერთან კომუნიკაცია და მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის დაჯავშნა. პრობაციონერებს „პრობბოქსით“ სარგებლობა ამ დროისთვის 7 მუნიციპალიტეტში შეუძლიათ. მოწყობილობა ბათუმის, ქუთაისის, თბილისის, თელავის, გორისა და ზუგდიდის შემდეგ ხაშურის მუნიციპალიტეტში არის ხელმისაწვდომი; ეტაპობრივად კი, მთელი ქვეყნის მასშტაბით განაწილდება.

მემორანდუმი „Gulf Georgia“-სთან
05 Июль 2022

მემორანდუმი „Gulf Georgia“-სთან

მსჯავრდებულები ნავთობკომპანია „Gulf Georgia“-ში დასაქმდებიან. სამუშაოს მაძიებელი პრობაციონერები ავტოგასამართ სადგურებსა და იქ განთავსებულ სავაჭრო ობიექტებში მუშაობას შეძლებენ. მსჯავრდებულები მათთვის სასურველ რაიონებში დასაქმდებიან. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები გასაუბრების საფუძველზე შეირჩევიან. მომდევნო ეტაპზე კი, სპეციალურ მომზადებას გაივლიან და გამოსაცდელი ვადის დასრულების შემდეგ, დასაქმდებიან. მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობის მიზნით ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორმა, თამთა დემურიშვილმა და შპს „სან პეტროლიუმ ჯორჯია“-ს მარკეტინგის დირექტორმა, ნინო ჯიბლაძემ მოაწერეს.

შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან
01 Июль 2022

შეხვედრა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოსთან

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი რეგიონულ გაფართოებას და ახალი სარეაბილიტაციო პროგრამის დანერგვას გეგმავს. თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს (TİKA) მხრიდან არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისთვის განვითარებაში მხარდაჭერა იყო დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში შეხვედრის ძირითადი თემა.TİKA-ს წარმომადგენლები სააგენტოს საქმიანობას, ბენეფიციარებისთვის შექმნილ ინოვაციურ მოწყობილობას და მიმდინარე პროექტებს გაეცნენ. იმსჯელეს მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის საჭიროებებზეც.შეხვედრას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, უწყების სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელები, მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორის მოადგილე გუგა მირიანაშვილი, TİKA-ს თბილისის ოფისის კოორდინატორი თუბა ოზუთოქი და მისი მოადგილე სალიჰა გიუნერ ბაირაქდარი ესწრებოდნენ.

ღია კარის დღე სტუდენტებისთვის
29 Июнь 2022

ღია კარის დღე სტუდენტებისთვის

პრობაციონერებისთვის შექმნილი ინოვაციური მოწყობილობა PROBBOX-ი, პირობით მსჯავრდებულთა ელექტრონული კონტროლის სისტემა და მიმდინარე პროექტები - მომავალი იურისტებისთვის პრეზენტაცია გაიმართა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ საქართველოში აკრედიტებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების სტუდენტებისთვის ღია კარის დღე მოაწყო. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტისა და კავკასიის საერთაშორისო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის 30-მდე სტუდენტი სააგენტოს საქმიანობას გაეცნო. სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა მომავალ იურისტებს კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის, ასევე, განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე მიაწოდეს ინფორმაცია. ღია კარის დღე სტუდენტებისთვის უწყების საქმიანობის გაცნობას და ამ გზით, მათთვის კარიერული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება. სტუდენტებთან შეხვედრა სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ გახსნა.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ
25 Июнь 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლს დაესწრნენ

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები რუსთაველის ეროვნულ თეატრში სპექტაკლ „ტანგოს“ დაესწრნენ. მოზარდებმა სლავომირ მროჟეკის პიესა ნახეს. ცენტრის ბენეფიციარები თეატრში პროექტ „მოგზაურობის“ ფარგლებში იმყოფებოდნენ, რომლის ფარგლებშიც ისინი სხვადასხვა კულტურულ ღონისძიებაში მთელი წლის განმავლობაში ერთვებიან. მსგავსი ტიპის აქტივობები არასრულწლოვნებს საზოგადოებაში ინტეგრირებაში, სოციალურ ჩართულობასა და ინტერესების გაღრმავებაში ეხმარება. პროექტს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, რუსთაველის ეროვნული თეატრის მხარდაჭერით ახორციელებს.