სასჯელის მოხდის გადავადება – ორსული ქალისათვის, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე
- სასამართლოს მიერ დანიშნული სასჯელის აღსრულების პროცესის დროებით შეჩერება.
- სასამართლოს შეუძლია გადაუვადოს სასჯელის მოხდა ორსულ ქალს, მშობიარობის შემდეგ 1 წლამდე.
- თუ მსჯავრდებული უარს აცხადებს შვილზე ან თავს არიდებს მის აღზრდას, პრობაციის ოფიცერი მას წერილობით აფრთხილებს, რომ ასეთი ქმედება სასჯელის მოხდის გადავადების გაუქმებისა და განაჩენით დანიშნულ ადგილას მსჯავრდებულის სასჯელის მოსახდელად გაგზავნის წარდგინების საფუძველია, რის შესახებაც ადგენს შესაბამის ოქმს.
- ოფიცერი ოქმის შედგენისთანავე მითითებული გარემოებების შესახებ ინფორმაციას აწვდის სოციალური მომსახურების სააგენტოს, რომელიც ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ღონისძიებებს
- თუ მდგომარეობა 1 თვის ვადაში არ გამოსწორდა, პრობაციის ბიუროს უფროსი სასამართლოს მიმართავს წარდგინებით.
- როდესაც შვილი 1 წლის ასაკს მიაღწევს, სასამართლო გაათავისუფლებს მსჯავრდებულს სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოხდისაგან ან სასჯელის მოუხდელ ნაწილს შეუცვლის უფრო მსუბუქი სახის სასჯელით ანდა მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულის სასჯელის მოუხდელი ნაწილის მოსახდელად შესაბამის დაწესებულებაში დაბრუნების შესახებ.