ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციის ვიზიტი
14 Ноябрь 2022

ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციის ვიზიტი

ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნო. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის აღსრულებაზე, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე. გაეცნენ კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთათვის მოქმედ პროგრამებს. დელეგაცია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, პრობაციის, პენიტენციური და სახალხო დამცველის სამსახურის, ასევე ორივე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან
11 Ноябрь 2022

შეხვედრა აღმოსავლეთ ევროპის პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციასთან

კანონთან კონფლიქტში მყოფი რთული ქცევის არასრულწლოვანთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაცია იყო საქართველოში სამუშაო ვიზიტით მყოფი აღმოსავლეთ ევროპის პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის (VEBO) წევრებთან შეხვედრის ძირითადი თემა. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელმა, ბუბა ლომუაშვილმა სტუმრებს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ინსტიტუციური განვითარების გეგმები გააცნო. ინიციატივის მიხედვით, ცენტრის ბენეფიციარების ემოციური სირთულებიის დაძლევაში დასახმარებლად არტ და პეტ თერაპიების კომპონენტები გაძლიერდება. ექსპერტები საქართველოში ნახევრად ღია ტიპის სარეაბილიტაციო დაწესებულებების კონცეფციას გაეცნენ. ამ მიმართულებით შვეიცარიის გამოცდილების ადგილზე გაზიარების შესახებ ორმხრივი მზაობა გამოითქვა. იქამდე კი, სტუმრებმა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესახებ დაგეგმილ ფსიქოლოგთა და სოციალურ მუშაკთა კონფერენციაზე დასასწრებად მოწვევა მიიღეს. შეხვედრას აღმოსავლეთ ევროპის პრობაციის სერვისების განვითარების ასოციაციის ფინანსური ექსპერტი პიტერ გრუნდლერი, სპეციალური საჭიროებების მქონე ბავშვთა ექსპერტი ანელისა შნოცი, ბავშვთა დაცვის ექსპერტი გაბრიელა ზლაუვინენი, ორგანიზაცია „Divine Child Foundation Georgia“-სა და სოციალურ-პედაგოგიურ ცენტრ „კომპასის“ წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის
10 Ноябрь 2022

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებს ანიმაციის შექმნას შეასწავლის. სწავლების პროცესს რეჟისორი არჩილ კუხიანიძე წარმართავს. ბენეფიციარები ანიმაციური სურათისთვის სიუჟეტს პედაგოგთან ერთად მოიფიქრებენ. დახატავენ პერსონაჟებს, მოამზადებენ კადრირებას და შექმნიან ანიმაციას. პროექტის ფარგლებში მონაწილეები უნარებისა და სურვილის შესაბამისად მიიღებენ დავალებებს და ანიმაციის რეჟისორის დახმარებით შეასრულებენ. პროცესის დასრულების შემდეგ კი ანიმაციის პრეზენტაცია გაიმართება.

კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება
09 Ноябрь 2022

კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს კულტურულ-საგანმანათლებლო აქტივობები გრძელდება. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, უწყების ბენეფიციარები თბილისის მუზეუმების გაერთიანების ნიკოლოზ ბარათაშვილის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ. გიდის დახმარებით პოექტის შემოქმედებას, ადგილზე დაცულ მასალებს და იმდროინდელი თბილისის შესახებ მომზადებულ პრეზენტაციას გაეცნენ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

შეხვედრა ბაღდათის, ვანისა და ჩოხატაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
04 Ноябрь 2022

შეხვედრა ბაღდათის, ვანისა და ჩოხატაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

პრობაციის ოფიცრის როლის გაძლიერებისთვის დაგეგმილ სიახლეებს რეგიონული ოფისების თანამშრომლები გაეცნენ. ბაღდათის, ვანისა და ჩოხატაურის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიაწოდა. ლადო ხელაძე თანამშრომლებს გაესაუბრა და მათ საჭიროებებს გაეცნო. რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს.

სარეაბილიტაციო პროგრამები განახლდა
02 Ноябрь 2022

სარეაბილიტაციო პროგრამები განახლდა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სარეაბილიტაციო პროგრამები განახლდა. ფსიქო-სოციალური და პრო-სოციალური სარეაბილიტაციო პროგრამების განახლება სოციალური მუშაკების და ფსიქოლოგების საქმიანობის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით განხორციელდა. ამისთვის, სააგენტოს და პენიტენციური სამსახურის სოციალური მუშაკები და ფსიქოლოგები ფასილიტატორებად გადამზადდნენ. სულ ტრენინგებში 135-მა მონაწილემ მიიღო მონაწილეობა და თითო ტრენინგს სამი სრული სამუშაო დღე დაეთმო. აღნიშნული ცვლილებები პრობაციის და პენიტენციური სისტემების თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებასა და ბენეფიციარებისთვის ხარისხიანი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის პროგრამების მიწოდების სრულყოფას ისახავს მიზნად. განახლებული სარეაბილიტაციო პროგრამები სპეციალისტებს დღეს გადაეცათ. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ პროცესში ჩართულ პირებს მადლობა გადაუხადა და პროგრამების განახლების მნიშვნელობაზე ისაუბრა. სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის უფროსმა ნინო ტყეშელაშვილმა განხორციელებულ ცვლილებებზე პრეზენტაცია წარადგინა. პროგრამების განახლება სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივით და ფსიქოლოგების და სოციალური მუშაკების სამუშაო ჯგუფის ჩართულობით განხორციელდა. პროცესის მხარდაჭერას აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო (INL) უზრუნველყოფდა. პროგრამების შექმნაში "გლობალური ინიციატივა ფსიქიატრიაში (GIP)“ და "წამების მსხვერპლთა ფსიქოსოციალური და სამედიცინო რეაბილიტაციის ცენტრის (GCRT)" ექსპერტები მონაწილეობდნენ.

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო
26 Октябрь 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ტური მუზეუმში მოაწყო. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდები თბილისის მუზეუმების გაერთიანების გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ მუზეუმში იმყოფებოდნენ, სადაც მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო თითქმის უცვლელადაა აღდგენილი. მათ პოეტისა და საზოგადო მოღვაწის მემორიალური ნივთები დაათვალიერეს. გიდის დახმარებით გაეცნენ მუზეუმში დაცულ ფოტომასალას და ხელნაწერებს. მოზარდებისთვის საგანმანათლებლო აქტივობები გაგრძელდება. სააგენტოს ბენეფიციარებს თბილისის მუზეუმების გაერთიანების სხვა მუზეუმების მონახულების შესაძლებლობაც ექნებათ. შემეცნებითი ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. კულტურულ-შემეცნებითი აქტივობა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის დეპარტამენტის ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება
25 Октябрь 2022

პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება

არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ,,მე გავხდები პროფესიონალი" გრძელდება. ცენტრის ორგანიზებით, მოზარდები ფოტოგრაფიის სპეციალობის გაცნობის მიზნით, ფოტოსტუდიაში იმყოფებოდნენ. ბენეფიციარებს ცოდნა და პროფესიული გამოცდილება გურამ წიბახაშვილმა გაუზიარა. ის მოზარდებს ფოტოხელოვნებისა და ფოტოგრაფიის შესახებ ესაუბრა. გააცნო პირველი ფოტოგამოსახულებისა და ფოტოაპარატის შექმნის ისტორია. მოგვიანებით კი, ფოტოსტუდიაში ის აპარატურა დაათვალიერებინა, რომელიც პროფესიონალური გადაღებისთვის გამოიყენება. გურამ წიბახაშვილი დაინტერესებულ ახალგაზრდებს პროფესიის დადებით და უარყოფით მხარეებზე ესაუბრა. უცნობი სპეციალობების გაცნობა მოზარდებს მრავალფეროვანი ინტერესების შეძენაში დაეხმარება. პროექტი - „მე გავხდები პროფესიონალი“ ბენეფიციარებისთვის პროფესიის არჩევაში დახმარებას ისახავს მიზნად.

პროექტ "პროფ-ორიენტაციის" ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები საწარმოში იმყოფებოდნენ
24 Октябрь 2022

პროექტ "პროფ-ორიენტაციის" ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები საწარმოში იმყოფებოდნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს და “აქვა-გეო”-ს საწარმოში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა ქარხანა დაათვალიერეს. საწარმოო პროცესს სპეციალისტების ჩართულობით ადგილზე გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს. სხვადასხვა სფეროს გაცნობა არასრულწლოვნებს სხვადასხვა სპეციალობის გაცნობასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდებისთვის შემეცნებითი აქტივობები გაგრძელდება. ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.