პროექტ "პროფ-ორიენტაციის" ფარგლებში არასრულწლოვანი ბენეფიციარები საწარმოში იმყოფებოდნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, არასრულწლოვანი განრიდებული პირები და რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები “კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯია“-ს და “აქვა-გეო”-ს საწარმოში იმყოფებოდნენ. მოზარდებმა ქარხანა დაათვალიერეს. საწარმოო პროცესს სპეციალისტების ჩართულობით ადგილზე გაეცნენ და მათთვის საინტერესო კითხვებზე ინფორმაცია მიიღეს.
სხვადასხვა სფეროს გაცნობა არასრულწლოვნებს სხვადასხვა სპეციალობის გაცნობასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დაეხმარებათ. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში მოზარდებისთვის შემეცნებითი აქტივობები გაგრძელდება. ღონისძიებები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.