14 Ноябрь 2022

ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციის ვიზიტი

ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაციის ვიზიტი
ყირგიზეთისა და სომხეთის რესპუბლიკების დელეგაცია საქართველოს პრობაციის სისტემის მიღწევებს გაეცნო. ამ მიზნით, დელეგაციის წევრები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში იმყოფებოდნენ. ვიზიტის ფარგლებში, ისინი პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ს გაეცნენ. მიიღეს ინფორმაცია შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის აღსრულებაზე, ყოფილ მსჯავრდებულთა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციისა და განრიდებისა და მედიაციის პროგრამებზე. გაეცნენ კანონთან კონფლიქტში მყოფ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთათვის მოქმედ პროგრამებს.
 
დელეგაცია სომხეთის იუსტიციის სამინისტროს, პარლამენტის, პრობაციის, პენიტენციური და სახალხო დამცველის სამსახურის, ასევე ორივე ქვეყნის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან შედგებოდა.

Похожие новости