დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები სოციალურ ქსელებში უსაფრთხო კომუნიკაციის ნორმებს გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები სოციალურ ქსელებში უსაფრთხო კომუნიკაციის ნორმებს გაეცნენ. არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რესოციალიზაცია რეაბილიტაციის დეპარტამენტის ბენეფიციარები საქართველოს ეროვნულ არქივში შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის მონიტორინგის დეპარტამენტის წარმომადგენლებს შეხვდნენ. ღონისძიება მიზნად ისახავს სოციალური ქსელების საშუალებით კომუნიკაციის დროს უსაფრთხოების ნორმების დაცვასა და პრევენციას. შეხვედრაზე განიხილეს კიბერ დანაშაულისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ ინფორმაციის საკითხები. მსგავსი აქტივობები სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისათვის საჭირო ინფორმაციის გაზიარებასა და მათი ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ. იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ბიუროს უფროსმა მამუკა თხილაიშვილმა ოფიცრებთან ერთად უმასპინძლა. შეხვედრის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებში სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციას და მათი კარიერული არჩევანის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, მომავალი იურისტები პრობაციის ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას და ინოვაციურ მოწყობილობა PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ, ასევე, ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ინიციატივის - მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც პრობაციის ბიუროებში ახალგაზრდა მოტივირებული კადრების მოზიდვასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.
საერთაშორისო კონფერენციის VI სესიაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სისტემების ეფექტური მართვის, რეაბილიტაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხები განიხილეს
საერთაშორისო კონფერენციის VI სესიაზე, რომელსაც იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი უძღვებოდა, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სისტემების ეფექტური მართვის, რეაბილიტაციის და ინოვაციური ტექნოლოგიების საკითხები განიხილეს. დისკუსიაზე სიტყვით წარდგა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე. მინისტრის მოადგილემ და სააგენტოს ხელმძღვანელმა ისაუბრეს ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ რუმინეთის პრობაციის სამსახურთან თანამშრომლობის დეკლარაცია გააფორმა. დეკლარაციას ხელი მოეწერა თბილისში იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ორგანიზებული მაღალი დონის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში. კონფერენციის თემაა „მსჯავრდებულთა და პრობაციონერთა რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროცესში არსებული ინოვაციები“. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე რუმინეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე - როქსანა სიმონა მომეუს, რუმინეთის პრობაციის სამსახურის უფროსს ეველინა-დენისა ოუესლატს და პრობაციის ევროპული კონფედერაციის (СEP) ვიცე-პრეზიდენტ იულიანა კარბუნარუს შეხვდნენ. გაფორმდა თანამშრომლობის დეკლარაცია რუმინეთის პრობაციის სამსახურთან, რომლის საფუძველზეც მხარეები ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის ითანამშრომლებენ ისეთ საკითხებში, როგორიცაა: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები. იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე, ასევე, შეხვდნენ სომხეთის იუსტიციის მინისტრის მოადგილე ლევონ ბალიანს და პრობაციის სააგენტოს დირექტორ არამ ნიკოიანს. საერთაშორისო კონფერენცია თბილისში საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა და იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ გახსნეს. ღონისძიებაში 20-მდე სახელმწიფოს მაღალი თანამდებობის პირები, მათ შორის, ქვეყნების მინისტრები, მინისტრების მოადგილეები, პენიტენციური და პრობაციის სამსახურების გენერალური დირექტორები, საერთაშორისო ორგანიზაციები და ექსპერტები მონაწილეობენ.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები მხატვარ თამაზ სულაძის ნამუშევრების გამოფენას დაესწრნენ. მხატვარი ბენეფიციარებს სახვითი ხელოვნების როლზე ესაუბრა და საკუთარი ნამუშევრები გააცნო. არასრულწლოვნებს საშუალება ჰქონდათ ხელოვანისგან მიეღოთ რეკომენდაციები პალიტრის შერჩევასა და ხატვის ტექნიკასთან დაკაშირებით. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის დეპარტამენტის ორგანიზებით "სილქ ფაქტორ სტუდიოში” გაიმართა. ღონისძიების მიზანი არასრულწლოვანთა რეაბილიტაციის, რესოციალიზაციისა და სოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობაა.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ თურქმენეთის პროკურატურისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს დელეგაციას სააგენტოს ინოვაციები და მიღწევები გააცნო. სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ და სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელმა პირებმა სტუმრებს საქმიანობის არაერთი მიმართულება გააცნეს. მათ შორის, შინაპატიმრობის ელექტრონული მონიტორინგის აღსრულება, განრიდების პროგრამების, ყოფილ მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისა და არასრულწლოვანთა რეფერირების სფეროში არსებული მიღწევები. ასევე, ვიზიტის ფარგლებში, დელეგატებმა მიიღეს ინფორმაცია პირობითი მსჯავრის აღსრულების პროცესში ინოვაციურ მოწყობილობა „PROBBOX”-ის შესახებ. თურქმენეთის დელეგაციის ვიზიტი გაეროს ბავშთა ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა.
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების ანიმაციური ფილმი საერთაშორისო ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა. იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარების პირველი ანიმაციური ფილმი - „ახალი წლის გმირი“ სერბეთის მსოფლიო ბავშვთა ანიმაციის მერვე საერთაშორისო ფესტივალზე იყო წარდგენილი. ჯილდო ფილმს საუკეთესო ვიზუალური დიზაინისთვის გადაეცა. ანიმაციის საერთაშორისო ფესტივალი - „ოქროს ლოკოკინა“ ანიმაციების სკოლის - „SAF“-ის ორგანიზებით სერბეთის რესპუბლიკის ქალაქ ვრანეში მიმდინარეობდა. მასში 75 ქვეყნის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტი, რომელიც ანიმაციურ ფილმებზე მუშაობას ითვალისწინებს, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრში შარშან დაიწყო. ცენტრის ბენეფიციარები რეჟისორთან ერთად ამზადებენ სიუჟეტს და ანიმაციურ ფილმებს ქმნიან. პროექტი კანონთან კონფლიქტში მყოფი მოზარდების რეაბილიტაციას, არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენციას, მათთვის ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ემსახურება.
ლატვიისა და მოლდოვის სახელმწიფო პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიისა და მოლდოვის სახელმწიფო პრობაციის სამსახურებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმა. ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი უზრუნველყოფს მემორანდუმის მხარეებს შორის დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელის აღსრულებისა და პრობაციის მიმართულებით კონკრეტულ თემატურ საკითხებზე ცოდნის, გამოცდილებისა და საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას. მემორანდუმების საფუძველზე მხარეები ითანამშრომლებენ ინსტიტუციური განვითარების ხელშეწყობისთვის, დანაშაულის პრევენციის და პრობაციის სფეროში საუკეთესო პრაქტიკის გაზიარების გზით, რომელიც მოიცავს შემდეგ სფეროებს: არასრულწლოვანთა დანაშაულის პრევენცია, აღდგენითი მართლმსაჯულება, განრიდება და მედიაცია, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პროგრამები, სერვისები, მოხალისეობა, ელექტრონული მონიტორინგი და საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, პირობითი სასჯელი და პირობით ვადამდე ადრე გათავისუფლება, კვლევითი საქმიანობა და ინოვაციური ტექნოლოგიები. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ, ლატვიის სახელმწიფო პრობაციის სამსახურის უფროსმა - იმანც იურევიჩუსმა და მოლდოვას პრობაციის ეროვნული ინსპექტორატის დერექტორმა ვიორელ სოკირკამ მოაწერეს.
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ აღდგენითი მართლმსაჯულების თემაზე საერთაშორისო კონფერენციას უმასპინძლა. კონფერენციის მონაწილეებმა მოწვეული ექსპერტების ჩართულობით აღდგენითი მართლმსაჯულებისა და სისხლისსამართლებრივი დევნის ალტერნატიული მექანიზმების განვითარებასთან დაკავშირებული აქტუალური საკითხები განიხილეს და ერთმანეთს გამოცდილება გაუზიარეს. ხაზი გაესვა აღდგენითი მართლმსაჯულების მნიშვნელობას კანონთან კონფლიქტში მყოფი და ძალადობის მსხვერპლი პირების რეაბილიტაციასა და რეინტეგრაციაში. ღონისძიება საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და გენერალური პროკურატურის ორგანიზებით ევროპის საბჭოს, გაერო-ს ბავშვთა ფონდისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ჩატარდა. კონფერენციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა. „გვაქვს შესაძლებლობა, გავუზიაროთ საერთაშორისო საზოგადოებას ის მიღწევები, რაც იუსტიციის სამინისტროს და გენერალურ პროკურატურას აქვს აღდგენითი მართლმსაჯულების სფეროში. ჩვენ კვლავაც გავაგრძელებთ ამ მიმართულების განვითარებას, მათ შორის, მედიაციის სივრცეების გახსნას მთელი ქვეყნის მასშტაბით, რაც ხელს შეუწყობს პროცესის უფრო შედეგიან ეტაპზე გადასვლას“, – განაცხადა ბუბა ლომუაშვილმა. ღონისძიების მონაწილეებს მიმართეს, აგრეთვე საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ; გაერო-ს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში იესპერ მოლერმა. განრიდებისა და მედიაციის პროგრამების ეფექტიანობაზე მოხსენება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ წარადგინა. "გასული 2022 წელი, მეტად თვალსაჩინო გახლდათ განრიდების პროგრამებისთვის, სადაც 1175 პირი იქნა ჩართული - ეს კი, აქამდე არსებული ყველაზე მაღალი მაჩვენებელია", - განაცხადა მან. კონფერეციაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს წარმატებული მედიატორები და სოციალური მუშაკები დააჯილდოვეს.