დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს აჭარა-გურიის პრობაციის ბიუროში სტუდენტები ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას გაეცნენ.
იურიდიულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის სტუდენტებს ბიუროს უფროსმა მამუკა თხილაიშვილმა ოფიცრებთან ერთად უმასპინძლა.
შეხვედრის ფარგლებში, რომელიც სტუდენტებში სააგენტოს საქმიანობის პოპულარიზაციას და მათი კარიერული არჩევანის ხელშეწყობას ისახავდა მიზნად, მომავალი იურისტები პრობაციის ბიუროს საქმიანობის სპეციფიკას და ინოვაციურ მოწყობილობა PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. მათ, ასევე, ინფორმაცია მიიღეს დაგეგმილი ინიციატივის - მოხალისე პრობაციის ოფიცრის ინსტიტუტის შესახებ, რომელიც პრობაციის ბიუროებში ახალგაზრდა მოტივირებული კადრების მოზიდვასა და დასაქმებას შეუწყობს ხელს.