რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტები გრძელდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის საგანმანათლებლო პროექტებს განაგრძობს.ამ მიზნით, ცენტრში ვიზიტი ხის სახელოსნო „ბამოს“ დამფუძნებლებმა განახორციელეს, რომელთა ხელშეწყობით, მოზარდებმა ბუნებრივი მასალისგან ხელნაკეთი ხის სახლები შექმნეს.მსგავსი აქტივობები მოზარდებს ინტერესის ახალი სფეროს გამოკვეთასა და სამომავლოდ, პროფესიული არჩევანის გაკეთებაში ეხმარება. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტები მოზარდების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციას ემსახურება.
შეხვედრა ევროპის საბჭოს საერთაშორისო ექსპერტთან
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ერეკლე ჭანტურიამ და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებმა საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების მიმართულება ევროპის საბჭოს ექსპერტს, მირიანა ვისნეტს გააცნეს. შეხვედრაზე ამ სფეროს განვითარების პერსპექტივები განიხილეს. საერთაშორისო ექსპერტი ევროპის საბჭოს მიერ დაფინანსებული პროექტის - „დავის გადაწყვეტის ალტერნატიული მექანიზმების ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში, აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარების საჭიროებებს იკვლევს. კვლევით კომპონენტთან ერთად პროექტი სხვა მნიშვნელოვან აქტივობებსაც ითვალისწინებს.
პირობით მსჯავრდებულებისთვის მცირე მეწარმეობის შესახებსაინფორმაციო შეხვედრები დაიწყო
პრობაციონერთა რესოციალიზაციის ხელშეწყობისთვის, მცირე მეწარმეობის შესახებ, საინფორმაციო შეხვედრები დაიწყო. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარები ინფორმაციას საგანმანათლებლო შეხვედრების ფორმატში გაეცნობიან. პირველი შეხვედრა პრობაციონერებთან თბილისში შედგა. უახლოეს მომავალში კი, რუსთავში, გორსა და ქუთაისში გაიმართება. პროექტი პრობაციონერებისთვის საქართველოში მცირე მეწარმეობის საზოგადოებრივ ორგანიზაციებში საქმიანობასთან დაკავშირებული ინფორმაციის გაზიარებას უკავშირდება, რაც მათ რესოციალიზაციაში დაეხმარებათ. პროექტს - „პრობაციონერთა ახალი შესაძლებლობებისთვის საქართველოში“ - ორგანიზაცია „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისთვის“ იუსტიციის სამინისტროს საგრანტო პროგრამის - „ადამიანის უფლებათა დაცვის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში, ახორციელებს.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო ბენეფიციარებს მომავალი პროფესიის არჩევაში ეხმარება. ამ მიზნით, სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები კომპანია “ასკანელში” იმყოფებოდნენ. მოზარდები საწარმოო პროცესს და “ასკანელის” დაარსების ისტორიას, სპეციალისტების დახმარებით გაეცნენ. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას და სამომავლოდ, არასრულწლოვნებისთვის პროფესიული არჩევანის გაკეთებაში დახმარებას ისახავს მიზნად.
ა(ა)იპ ‘’ამბრელასთან" შეთანხმება გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უწყების ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები განხორციელდება. კერძოდ, სპეციალურ აქტივობებში ჩართვით, ხელი შეეწყობა მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უზრუნველყოფილი იქნება ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება. სპეციალისტები შეძლებენ, ჩაერთონ საერთაშორისო და ადგილობრივ საგანმანათლებლო პროექტებში. პროექტი ააიპ “ამბრელას” მხარდაჭერით განხორციელდება. შეთანხმებას სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ააიპ ‘’ამბრელას’’ ხელმძღვანელმა სლავა მეჟდოიანმა მოაწერეს ხელი. მსგავსი პროექტები სააგენტოს მიერ, ბენეფიციარების რესოციალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანად აღსრულებას ისახავს მიზნად.
აითი აკადემია სტეპთან თანამშრომლობა ფართოვდება
ბენეფიციართა რესოციალიზაციის ხელშეწყობის მიზნით, მათი ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მომზადების შესაძლებლობები ფართოვდება. აკადემიის სპეციალისტები სააგენტოს ბენეფიციარებს 2D გრაფიკას, UI/UX დიზაინს, 3D გრაფიკას, ანიმაციას, Frontend ვებ-პროგრამირებას, ინტერიერის დიზაინს, IT მხარდაჭერას და ციფრულ მარკეტინგს შეასწავლიან. აღნიშნულის შესახებ შეთანხმება სააგენტოსა და „აითი აკადემია სტეპს“ შორის გასულ წელს შედგა. ამ დროის განმავლობაში, ინფორმაციულ ტექნოლოგიებში მოსამზადებლად სააგენტომ 50-მდე ბენეფიციარი გადაამისამართა. აღნიშნულის თაობაზე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე „აითი აკადემია სტეპის“ დირექტორ მაკა მახათაძეს შეხვდა. სააგენტოსა და აკადემიას შორის არსებული თანამშროლობა ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების განვითარებას და მათი დასაქმების ხელშეწყობას ემსახურება.
შეხვედრა რეგიონში არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე უწყებებთან
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის წარმომადგენლები რეგიონში არასრულწლოვანთა საკითხებზე მომუშავე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორს შეხვდნენ. შეხვედრის მიზანი არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის საქმიანობის უკეთ გაცნობა და უწყებებს შორის კოორდინირებული მუშაობის ხელშეწყობა იყო. არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ოფისები თბილისსა და ქუთაისში ფუნქციონირებს. უახლოეს მომავალში კი თელავში გაიხსნება. რეგიონული ოფისების გახსნა ცენტრის ბენეფიციარებისთვის სერვისების სრულყოფილად მიწოდებას უზრუნველყოფს.
არასრულწლოვანი ბენეფიციარები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარები გამწვანების აქციაში ჩაერთნენ. მოზარდებმა ვარკეთილი 3-ის I მიკრორაიონში, საქართველოს ერთიანობისთვის მებრძოლთა ქუჩაზე მდებარე ე.წ. სკეიდპარკის ტერიტორიაზე ხეები დარგეს. კამპანია „გაამწვანე სამგორის“ ფარგლებში, ამ დროისთვის, ასი ათასზე მეტი ხე-მცენარეა დარგული.
შპს „წისქვილი ჯგუფთან“ შეთანხმება გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოს არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებისთვის შპს „წისქვილი ჯგუფი“ პროდუქციას უსასყიდლოდ გადასცემს. აღნიშნულთან დაკავშირებით, შეთანხმება გაფორმდა. დოკუმენტს ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და შპს „წისქვილი ჯგუფის“ აღმასრულებელმა დირექტორმა გიორგი შველიძემ მოაწერეს. კომპანია მის მიერ წარმოებულ სხვადასხვა სახეობისა და რაოდენობის პროდუქტს, სააგენტოს ბენეფიციართა საჭიროების დაკმაყოფილების მიზნით, პერმანენტულად, უსასყიდლოდ, ქველმოქმედების სახით გადასცემს.