12 Апрель 2023

ა(ა)იპ ‘’ამბრელასთან" შეთანხმება გაფორმდა

ა(ა)იპ  ‘’ამბრელასთან" შეთანხმება გაფორმდა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, უწყების ახალგაზრდებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის არაფორმალური საგანმანათლებლო ხასიათის პროექტები განხორციელდება. კერძოდ, სპეციალურ აქტივობებში ჩართვით, ხელი შეეწყობა მოხალისეობის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, უზრუნველყოფილი იქნება ამ მიმართულებით არსებული გამოცდილების გაზიარება. სპეციალისტები შეძლებენ, ჩაერთონ საერთაშორისო და ადგილობრივ საგანმანათლებლო პროექტებში. პროექტი ააიპ “ამბრელას” მხარდაჭერით განხორციელდება.
 
შეთანხმებას სსიპ-დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ააიპ ‘’ამბრელას’’ ხელმძღვანელმა სლავა მეჟდოიანმა მოაწერეს ხელი.
 
მსგავსი პროექტები სააგენტოს მიერ, ბენეფიციარების რესოციალიზაციის ხელშეწყობისკენ მიმართული ღონისძიებების ეფექტიანად აღსრულებას ისახავს მიზნად.

Похожие новости