04 Март 2022

უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ

უწყების სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს სტრატეგიული განვითარების გეგმას დიპლომატიური კორპუსის და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები გაეცნენ. იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბუბა ლომუაშვილმა, მოწვეულ სტუმრებთან უწყების პრიორიტეტული მიმართულებები განიხილა და სააგენტოს განვითარების პროცესში, პარტნიორი ქვეყნების და არასამთავრობო ორგანიზაციების მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
 
სტრატეგიული განვითარების გეგმის მიხედვით, 2022-2026 წლებში, სააგენტო აქტიურად გააგრძელებს პერსონალზე ზრუნვას, ინფრასტრუქტურულ განახლებას, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის განვითარებას, მედიაციის ხელმისაწვდომობის გაზრდას და ბენეფიციართა რესოციალიზაციისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობების გაფართოებას. გაგრძელდება ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვით პრობაციის სისტემის მასშტაბური რეფორმა და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულება. მნიშვნელოვანი ყურადღება დაეთმობა უწყებათაშორისი და საერთაშორისო თანამშრომლობის მექანიზმების განმტკიცებას, ასევე სააგენტოს სტრატეგიული კომუნიკაციების და კვლევითი შესაძლებლობების განვითარებას.
 
პრეზენტაციის შემდეგ, მოწვეული სტუმრები პრობაციონერთა ელექტრონული კონტროლისა და მომსახურების ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს გაეცნენ. შეხვედრას აშშ-ს, გერმანიის, თურქეთის, ლიეტუვას, რუმინეთის, აზერბაიჯანის და იაპონიის საელჩოების, ასევე საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

Похожие новости