წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერლებთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა ბესო ხვედელიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრის დასასრულს ბენეფიციარებს მათი ასაკისა და ინტერესების გათვალისწინებით შერჩეული წიგნები გადაეცათ.
შეხვედრა მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრისა და გამომცემლობა „პალიტრა L”-ის მხარდაჭერით, წიგნის მაღაზიათა ქსელ „ბიბლუსში“ შედგა.
წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, 2 თებერვალს აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს.