05 Май 2023

თეთრიწყაროს მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

თეთრიწყაროს მერიასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
 
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
 
ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და თეთრიწყაროს მერმა, გიორგი წიკლაურმა მოაწერეს.
 
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი, უფროსის მოადგილე და სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელი პირები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პრობაციის ბიუროს ადგილობრივ ოფისსაც ესტუმრნენ და თანამშრომლებს მემორანდუმის საფუძველზე შექმნილი ახალი შესაძლებლობები და სააგენტოში არსებული სიახლეები გააცნეს.

Похожие новости