სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრები გაიმართა.
სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების პროცესის ხელშეწყობის მიზნით, მულტიუწყებრივი შეხვედრები გაიმართა.
საჯარო და არასამთავრობო სექტორების წარმომადგენლები არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ. განიხილეს რეფერირების მექანიზმის არსებული პრაქტიკა და სამომავლო თანამშრომლობა დაგეგმეს.
შეხვედრები 2021 წლიდან ხორციელდება და სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის ასაკს მიუღწეველ და რთული ქცევის მქონე არასრულწლოვანთა რეფერირების, ასევე კოორდინაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.
მულტიუწყებრივ შეხვედრებს, რომელიც გორში, ხაშურსა და ახალციხეში გაიმართა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს, მანდატურის სამსახურის, სახელმწიფო ზრუნვის სააგენტოს, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის, ადგილობრივი მუნიციპალიტეტებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.