29 Ноябрь 2022

შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან

შეხვედრა რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან
პრობაციის ოფიცრის როლის გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილ სიახლეებს რეგიონული ოფისების თანამშრომლები გაეცნენ. რუსთავისა და გარდაბნის პრობაციის ბიუროს პერსონალს ინფორმაცია დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა მიაწოდა. ლადო ხელაძე 2023 წლის განმავლობაში პრობაციის ოფიცრის ინსტიტუციური გაძლიერებისა და დანაშაულის პრევენციის მიმართულებით დაგეგმილ პროექტებს შეეხო.
 
რეგიონში პრობაციის ბიუროს თანამშრომლებთან შეხვედრაზე პირობით მსჯავრდებულების კონტროლის მექანიზმის გაუმჯობესებისთვის დაგეგმილი სიახლეები და ინფრასტრუქტურული პროექტებიც განიხილეს. ცვლილებების გაცნობის შემდეგ, სააგენტოს უფროსი პერსონალის საჭიროებებს გაეცნო.

Похожие новости