11 Сентябрь 2022

შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობის მიზნით

შეხვედრა გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობის მიზნით
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტები ბენეფიციარებთან მუშაობის საუკეთესო პრაქტიკას გაეცნენ. ამ მიმართულებით არსებული გამოცდილება მათ გერმანიაში მოღვაწე ექიმმა-რეპროდუქტოლოგმა ფატი პაიჭაძემ გაუზიარა. მან სპეციალისტებს გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობაზე მომზადებული პრეზენტაციაც წარუდგინა.
 
სპეციალისტები არასრულწლოვნებთან მიმართებაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ეროვნულ სტრატეგიასა და პოლიტიკას გაეცნენ. შეხვედრის შედეგად, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტებმა მიზნობრივი ჯგუფებისთვის არსებულ სახელმწიფო პროგრამებზე მიიღეს ინფორმაცია.
 
შეხვედრა ასოციაცია “ჰერა XXI”-ის მხარდაჭერით შედგა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში რეფერალური სისტემის მუშაობის გაცნობას ემსახურებოდა. მიღებული ცოდნა ცენტრის სპეციალისტებს არასრულწლოვნებთან მუშაობის უკეთ დაგეგმვასა და ორგანიზებაში დაეხმარება, რაც მათ საქმიანობას

Похожие новости