07 Май 2024

საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო

საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო
საქართველოს პრობაციის სისტემის მნიშნელოვან მიღწევებსა და ინიციატივებს ლიეტუვას დელეგაცია გაეცნო.
 
იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ ლიეტუვას იუსტიციის მინისტრის მოადგილე როკას უსცილასთან ინოვაციური პროექტების შესახებ ისაუბრეს.
 
შეხვედრაზე განხილულ იქნა სააგენტოს საქმიანობის არაერთი მიმართულება, მათ შორის ინოვაციური ტექნოლოგია PROBBOX-ი, პრობაციონერთა საორიენტაციო კურსი, დანაშაულის პრევენციის კურსი სკოლის მასწავლებელთათვის, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრისა და აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარება, ახალი სარეაბილიტაციო პროგრამები და შინაპატიმრობისა და საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის აღსრულების საკითხები.
 
შეხვედრას აგრეთვე ესწრებოდნენ სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი პირები და ლიეტუვას პრობაციის სამსახურის უფროსი, რომას ოსტანავიჩიუსი.
 
ვიზიტის დასასრულს, დელეგაციის წევრები ინოვაციური მოწყობილობის - PROBBOX-ის შესაძლებლობებს, თბილისის იუსტიციის სახლში, ადგილზე გაეცნენ.

Видеогалерея

Похожие новости