16 Август 2022

პროექტი "კინოკლუბი" არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის

პროექტი "კინოკლუბი" არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრმა ბენეფიციარებისთვის სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, ძველი ქართული ანიმაციების ჩვენება მოაწყო. საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში არასრულწლოვნებმა სამი კინოსურათი ნახეს. სეანსის დასრულების შემდეგ კი, მულტიპლიკაციური ფილმები თანამედროვე ქართველ ანიმაციის რეჟისორთან ერთად განიხილეს. არჩილ კუხიანიძემ მოზარდებთან ერთად, ნაჩვენები სურათი განიხილა და მათ ანიმაციის შექმნის ტექნიკურ მხარეებზე უამბო.
 
საგანმანათლებლო პროექტი „კინოკლუბი“ მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. სხვადასხვა ასაკობრივ ჯგუფთან კინომცოდნეებისა და ფსიქოლოგების მიერ შერჩეული ქართული, უცხოური მხატვრული და ანიმაციური ფილმები იქნება ნაჩვენები. სეანსის დასრულების შემდეგ, ბენეფიციარებს მოწვეულ სტუმართან ერთად, კინოსურათის განხილვის შესაძლებლობა ექნებათ.
 
არასრუწლოვანთა რეფერირების ცენტრის პროექტი ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.

Похожие новости