18 Март 2023

მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს

მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობა მიმდინარეობს
სახელმწიფო მსჯავრდებულის გათავისუფლებისთვის მოსამზადებელ სტრატეგიაზე მუშაობს. დოკუმენტი, ყველა ჩართული უწყების მონაწილეობით, თავისუფლებააღკვეთილი პირის გათავისუფლების მომზადების პროცესში მხარდაჭერას ითვალისწინებს. პენიტენციური დაწესებულების დატოვებიდან პირველი წელი კრიტიკულ პერიოდად მიიჩნევა, შესაბამისად, უმნიშვნელოვანესია, ყოფილმა მსჯავრდებულმა გათავისუფლების შემდგომ საზოგადოებაში რე-ინტეგრაციისთვის უწყვეტი მხარდაჭერა მიიღოს. დოკუმენტი, სამუშაო შეხვედრის ფორმატში, იუსტიციის სამინისტროს მენეჯმენტს წარედგინა.
 
სახელმწიფოს გათავისუფლებისთვის მომზადებისა და გარდამავალი მენეჯმენტის პოლიტიკა მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა საზოგადოებაში რეინტეგრაციის ხელშეწყობასა და უწყებათაშორისი თანამშრომლობით, განმეორებითი დანაშაულის პრევენციას ისახავს მიზნად.
 
დოკუმენტზე იუსტიციის სამინისტრო, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო, სპეციალური პენიტენციური სამსახური და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრი მუშაობს. პროცესი აშშ-ის საელჩოს ანტინარკოტიკულ და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერით ხორციელდება.

Похожие новости