25 Декабрь 2024

მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იურიდიულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში იურიდიულ საკითხებზე საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციტივითა და იურიდიული დახმარების სამსახურის მხარდაჭერით მსჯავრდებული ქალებისთვის თელავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ბათუმში საინფორმაციო შეხვედრები გაიმართა.

შეხვედრების მიზანს ბენეფიციარებისთვის ქალთა უფლებების, ქალთა და მამაკაცთა თანასწორუფლებიანობის, გენდერული ნიშნით დისკრიმინაციის დაუშვებლობის, ასევე ქალთა და ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა უფლებების და მათი დაცვის სახელმწიფო მექანიზმების შესახებ ცნობადობის ამაღლება წარმოადგენდა. შეხვედრის მონაწილეებს ასევე , მიეწოდათ ინფორმაცია იურიდიული დახმარების სამსახურის სერვისების შესახებ.

 „ნარინჯისფერი კვირეული“ , რომელიც დეკემბერში აღინიშნება, გლობალური ინიციატივაა და ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემატიკაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება.

Похожие новости