08 Декабрь 2022

მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა

მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოში მსჯავრდებულების ხელნაკეთი ნივთების გამოფენა-გაყიდვა გაიმართა. უწყების თანამშრომლებს საშუალება მიეცათ, „რე-მარკეტში“ არსებული ნივთები სამუშაო ადგილზე შეეძინათ. გამოფენა-გაყიდვაზე მსჯავრდებულების დამზადებული აქსესუარები, სამკაულები და სხვადასხვა თემატიკაზე შექმნილი ნაკეთობები იყო წარმოდგენილი. მიღებული თანხა მსჯავრდებულებს პირად ანგარიშზე დაერიცხებათ.
 
გამოფენა-გაყიდვას დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსი ლადო ხელაძე და მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის დირექტორი თამთა დემურიშვილი ესწრებოდნენ.
 
ალტერნატიულ სივრცეებში გამოფენა-გაყიდვის ორგანიზება, მსჯავრდებულების დასაქმების ხელშეწყობას და „რე-მარკეტის“ შესახებ საზოგადოების ინფორმირებას ემსახურება.

Похожие новости