21 Декабрь 2023

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს

მედიაციის III ინტერდისციპლინურ ფორუმზე „მედიაცია საქართველოში - გამოწვევები და პერსპექტივა“ - აღდგენითი მართლმსაჯულების საკითხები განიხილეს.

ფორუმზე ყურადღება დაეთმო სააგენტოს მიერ საქართველოში აღდგენითი მართლმსაჯულების განვითარებისთვის განხორციელებულ წარმატებულ ინიციატივებს. კერძოდ, მედიატორთა რეესტრში ჩარიცხული მედიატორების გადამზადებასა და შემდგომ, მათ სააგენტოში დასაქმებას. ასევე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის რეგიონული სივრცეების მოწყობასა და აღდგენითი მართლმსაჯულების კანონპროექტის შემუშავებას.

ფორუმის ორგანიზატორი იყო საქართველოს მედიატორთა ასოციაცია. ღონისძიებაში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა, ლადო ხელაძემ მიიღო მონაწილეობა.

III ინტერდისციპლინურ ფორუმში ასევე მონაწილეობდნენ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის გამგეობის, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს მედიატორთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, დამსაქმებელთა ასოციაციის, პროფესიული კავშირების გაერთიანების, პროკურატურის, განრიდებისა და მედიაციის დეპარტამენტის და ევროკავშირისა და გაეროს განვითარების პროგრამის ერთბლივი პროექტის წარმომადგენლები

Похожие новости