04 Ноябрь 2021

INL-ის წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროში

INL-ის წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროში
აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს წარმომადგენლები აჭარისა და გურიის პრობაციის რეგიონული ბიუროს სამუშაო პროცესს გაეცნენ. სასჯელაღსრულების საკითხებში უფროს მრჩეველს, სკოტ ვიგინსს ბათუმისა და ოზურგეთის ოფისებში დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსის მოადგილემ, ვლადიმერ ხელაძემ და რეგიონული ბიუროს ხელმძღვანელმა, მამუკა თხილაიშვილმა უმასპინძლა. ბიუროს წარმომადგენლები პრობაციის ოფიცრებსაც შეხვდნენ, მათი მუშაობის სპეციფიკას გაეცნენ და უწყების ხელმძღვანელ პირებთან ერთად, სააგენტოში მიმდინარე რეფორმები განიხილეს.
 
აშშ-ის ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიურო სააგენტოსთან, საქართველო-აშშ-ს სტრატეგიული პარტნიორობის ფარგლებში, მრავალი წელია თანამშრომლობს. ამ დროის განმავლობაში, ბიურომ სააგენტოს პერსონალისთვის აშშ-ში სასწავლო ვიზიტები უზრუნველყო და უწყებას სხვადასხვა მომსახურებისთვის საჭირო ტექნიკური აღჭურვილობა, მათ შორის, თითის ანაბეჭდის ამომცნობი მოწყობილობები და ვიდეოპაემნის აპარატურა გადასცა. ბიუროს წარმომადგენლებმა მზადყოფნა გამოთქვეს, გააღრმავონ სააგენტოსთან თანამშრომლობა პერსონალის შესაძლებლობების გაძლიერებისა და პრობაციის სფეროში აშშ-ს გამოცდილების გაზიარების მიმართულებებით.

Похожие новости