დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების პროფესიულ გადამზადებას განაგრძობს
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო მომავალი მედიატორების პროფესიულ გადამზადებას განაგრძობს
იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მედიატორთა რეესტრში ჩარიცხულ მედიატორებს, რომლებმაც პროფესიული მომზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით სპეციალური სასერტიფიკატო კურსი გაიარეს და შესაბამისი ტესტი წარმატებით ჩააბარეს, სერტიფიკატები იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილმა და დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ გადასცეს. მათ მედიატორებს კურსის წარმატებით დასრულება მიულოცეს, მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვეს და ხაზი გაუსვეს ადამიანური რესურსის განვითარებისკენ მიმართული ღონისძიებების მნიშვნელობას.
ღონისძიებას, ასევე, ესწრებოდა
ევროკავშირის პროექტის - „AA FACILITY II“ - ხელმძღვანელი იოლანტა ტაჩინსკა.
მედიატორთა თეორიული სწავლება ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს (INL) მხარდაჭერითა და საქართველოს იუსტიციის სასწავლო ცენტრთან თანამშრომლობით გაიმართა.