30 Май 2023

ჩოხატაურის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა

ჩოხატაურის მერიასთან მემორანდუმი გაფორმდა
პრობაციონერებს, განრიდების სუბიექტებს და ყოფილ პატიმრებს ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში ანაზღაურებად სამუშაოზე დასაქმების შესაძლებლობა მიეცემათ.
 
საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომის ეფექტიანი აღსრულებისთვის, გაიზარდა დასაქმების ობიექტების რიცხვი, რომლის ფარგლებშიც, შრომამისჯილი პირები ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე დასაქმდებიან. სააგენტოს ბენეფიციარები ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში მოქმედ საგანმანათლებლო, ახალგაზრდულ, კულტურულ, სპორტულ და მოხალისეობრივ პროგრამებსა და აქტივობებში ჩაერთვებიან.
 
ბენეფიციართა დასაქმებას ითვალისწინებს თანამშრომლობის მემორანდუმი, რომელსაც ხელი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და ჩოხატაურის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, მაია კუტუბიძემ მოაწერეს.
 
მიმდინარე წელს, სააგენტომ თანამშრომლობის მემორანდუმები უკვე გააფორმა რუსთავის, თეთრიწყაროს, მარნეულის და ქობულეთის მერიებთან, რაც ბენეფიციართა დასაქმებისა და რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად.

Похожие новости