არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სპეციალისტებისთვის გზამკვლევი შემუშავდება
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის 7-დან 14 წლამდე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის გზამკვლევი შემუშავდება. ამ მიზნით, ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის ექსპერტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მუშაობას გაეცნო.
სამი დღის განმავლობაში კორინა ჯაკომელომ სააგენტოს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებისგან დეპარტამენტებისა და სპეციალისტების საქმიანობაზე მიიღო ინფორმაცია.
გზამკვლევთან ერთად, ექსპერტის ჩართულობით ფსიქო-სოციალური და მენტალური ჯანმრთელობის სირთულეების მქონე ბავშვებთან მომუშავე სპეციალისტებისთვის სახელმძღვანელოც შემუშავდება.
საქართველო ევროპის საბჭოს ნარკომანიასა და ნარკოტიკების უკანონო ბრუნვასთან ბრძოლის თანამშრომლობის ჯგუფის (Pompidou Group) წევრი ქვეყანა 2020 წელს გახდა.