არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას განაგრძობს. ანიმაციების შემდეგ, პროექტ „კინოკლუბის“ ფარგლებში, მოზარდებმა კომედიური ჟანრის სურათი - „ოქროს ციებ-ცხელება“ ნახეს.
სარეაბილიტაციო პროგრამების ფარგლებში, არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრი ბენეფიციარებისთვის კინოჩვენებას პერიოდულად მართავს. ამჯერად მორიგი ათი სეანსი ეროვნულ კინოცენტრთან თანამშრომლობით, განსხვავებული კონცეფციით დაიგეგმა. კერძოდ, მოზარდებისთვის სხვადასხვა ჟანრის ფილმები კინემატოგრაფიული ღირებულებებით შეირჩა, რათა შინაარსობრივ ნაწილთან ერთად, კინოჩვენებას საგანმანათლებლო დატვირთვაც მიეცეს.
პროექტი „კინოკლუბი“ ბენეფიციარებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებას, პიროვნული განვითარების ხელშეწყობასა და შემოქმედებით პოტენციალის განვითარებას ემსახურება.