არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა თანასწორობის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის ბენეფიციარებმა თანასწორობის კვირეულში მიიღეს მონაწილეობა. ისინი ადამიანის უფლებებზე ინფორმაციას გაეცნენ. მოზარდებმა დისკრიმინაციის ფორმებზე, მისი აღკვეთის სამართლებრივ მექანიზმებსა და პრევენციულ ღონისძიებებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებათა დაცვის და გამოძიების ხარისხის დეპარტამენტის წარმომადგენლებთან ერთად იმსჯელეს.
თანასწორობის კვირეული ყოველწლიურად აღინიშნება. საინფორმაციო შეხვედრა ტოლერანტობის მნიშვნელობაზე ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად.