06 Декабрь 2022

არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ

არასრულწლოვანი ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები გრძელდება. ცენტრის ხელშეწყობით ბენეფიციარები სპორტულ აქტივობებში ჩაერთნენ. მოზარდები სპორტული ორთაბრძოლის სახეობას მწვრთნელის დახმარებით დაეუფლებიან. დაინტერესებული არასრულწლოვნები მომზადებას კიკბოქსინგის კლუბ „მებრძოლის“ ბაზაზე გაივლიან.
 
არასრულწლოვანთა რეფერირების ცენტრის სარეაბილიტაციო პროგრამები მოზარდების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას და რესოციალიზაციის ხელშეწყობას ემსახურება.

Похожие новости