აივ ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე ბენეფიციარებს სკრინინგი ჩაუტარდათ
დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ბენეფიციარებს სკრინინგი ჩაუტარდათ. ამისთვის, სააგენტოს ტერიტორიაზე, რამდენიმე საათის განმავლობაში, მოძრავი ამბულატორია იყო მობილიზებული. აივ ინფექცია/შიდსსა და C ჰეპატიტზე ტესტირება „ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ მხარდაჭერით განხორციელდა. სკრინინგის აქციაში სააგენტოს ბენეფიციარებთან ერთად პერსონალიც ჩაერთო.
,,ზიანის შემცირების საქართველოს ქსელის“ ორგანიზებით მოსახლეობის სკრინინგი მთელი ქვეყნის მასშტაბით ხორციელდება. ტესტირების კვირეული შიდსის მსოფლიო დღეს უკავშირდება.