დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა
23 Март 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ბენეფიციარებისა და მათი მშობლებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გამართა.სააგენტოს წარმომადგენლებმა ბენეფიციარებს მათთვის განკუთვნილი სარეაბილიტაციო პროგრამები გააცნეს.შეხვედრას სპეციალურად მოწვეული სტუმარი, მომღერალი ეკა მამალაძე, ესწრებოდა, რომელიც ღონისძიების მონაწილეებს საკუთარი კარიერული გზის შესახებ ესაუბრა. ღონისძიების მიწურულს ბენეფიციარებს და მათ მშობლებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.შეხვედრას ეროვნული არქივის საგამოფენო სივრცემ უმასპინძლა

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა
20 Март 2024

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა

დედოფლისწყაროსა და დმანისში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი მედიაციის სივრცეები გაიხსნა.ადგილზე მედიაციის პროცესის საჭიროებები სრულად არის გათვალისწინებული. მხარეებისთვის უზრუნველყოფილია მოლაპარაკების წარმოების ყველა პირობა. სათანადოდ აღჭურვილ სივრცეში ყველა პირობაა იმისთვის, რომ მედიატორებს დაკისრებული მოვალეობის შესრულება გაუმარტივდეთ.მედიაციის ახალი სივრცეებით სარგებლობა ასევე შეეძლება აღსრულების ეროვნული ბიუროს მხარეთა ინტერესების დაცვის მენეჯერებსა და სოციალურ მუშაკებს სააღსრულებო საქმისწარმოების პროცესის განსახორციელებლად.მედიაცია დამზარალებელსა და დაზარალებულს შორის არსებული კონფლიქტის ამოწურვას ემსახურება. ის აღდგენითი მართლმსაჯულების პრინციპებს ეყრდნობა და ორიენტირებულია დანაშაულის შემხებლობაში მყოფი ყველა პირის ჩართულობაზე, მათი საჭიროებების იდენტიფიცირებასა და საჭიროებების დაკმაყოფილებაზე.მედიაციის სივრცეები თბილისში, ქუთაისში, ხაშურში, ოზურგეთში, ახალქალაქში, სენაკში, ბათუმში, გორში, საჩხერეში, ხობში და დღეიდან, უკვე დედოფლისწყაროსა და დმანისში მოქმედებს.ახალი ოფისი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა ლადო ხელაძემ და აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარე მირიან ხარაბაძემ გახსნეს

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა
18 Март 2024

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა

თბილისისა და რეგიონების პრობაციის ბიუროების ავტოპარკი განახლდა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს პრობაციის ბიუროებს ახალი მანქანები გადაეცათ. პრობაციის ოფიცრები თანამედროვე სტანდარტების, მაღალი გამავლობის ავტომანქანების მეშვეობით უფრო ეფექტიანად განახორციელებენ ზედამხედველობაში მყოფი პირების რეგულარულ შემოწმებასა და შეფასებას. ღონისძიება იუსტიციის სასწავლო ცენტრის სააკაძის სასწავლო ბაზის ტერიტორიაზე გაიმართა. პრობაციის ბიუროებს ავტომანქანები დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ გადასცა. დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესება და საქმიანობის ეფექტიანობის ამაღლების მიზნით ტექნიკის განახლება.

ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა
12 Март 2024

ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ ქალთა საერთაშორისო დღე ბენეფიციარებისთვის კულტურულ-შემეცნებითი ღონისძიებით აღნიშნა.ბენეფიციარებმა მონაწილეობა მიიღეს საგანმანათლებლო პროგრამაში - "ქალები წარსულიდან". გაეცნენ მუზეუმის ექსპოზიციაში წარმოდგენილ მრავალფეროვან მასალას, XIX საუკუნის კულტურულ და საზოგადოებრივ ასპარეზზე მოღვაწე ქართველ ქალთა ისტორიებს და ასევე, ილია ჭავჭავაძისა და ოლღა გურამიშვილის შეხედულებებს თანამედროვე ქალებსა და მათი უფლებების შესახებ.შეხვედრის მიწურულს, მონაწილეებს სააგენტოს სახელით ყვავილები გადაეცათ. ღონისძიება დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა.

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა
05 Март 2024

წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღინიშნა

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ წიგნის კითხვის საერთაშორისო დღე ბენეფიციარების თანამედროვე მწერალთან შეხვედრით აღნიშნა. მოზარდებს მხატვრული ლიტერატურითა და წერით დაინტერესების პირველი გამოცდილება მწერალმა, ჟურნალისტმა ეკატერინე ტოგონიძემ გაუზიარა. ისაუბრა პიროვნების ჩამოყალიბების პროცესში წიგნის კითხვის მნიშვნელობაზეც. შეხვედრა დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ინიციატივითა და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით, ილია ჭავჭავაძის ლიტერატურულ - მემორიალურ მუზეუმში განხორციელდა. წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე კითხვის პოპულარიზაციას ისახავს მიზნად. ის ყოველწლიურად, თებერვალის თვეში აღინიშნება და მსოფლიოს 100 ქვეყნიდან 31 მილიონ ადამიანამდე მონაწილეობს

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და  „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
01 Март 2024

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულ სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა

იუსტიციის სამინისტროს დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს უფროსმა - ლადო ხელაძემ და „საქართველოს რაგბის კავშირის“ აღმასრულებელმა დირექტორმა - თორნიკე გოგებაშვილმა ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს მოაწერეს ხელი. მემორანდუმის ფარგლებში, დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარებისთვის სპორტული აქტივობები განხორციელდება. კერძოდ, ბენეფიციარები პროფესიონალ მწვრთნელებთან ერთად უსასყიდლოდ შეძლებენ ვარჯიშს საქართველოს რაგბის კავშირის საწვრთნელ ბაზაზე და უზრუნველყოფილნი იქნებიან სპორტული ეკიპირებით. ასევე, არასრულწლოვნების ცნობიერების ამაღლების მიზნით გაიმართება სხვადასხვა სახის საინფორმაციო შეხვედრები სპორტსმენების ჩართულობით. სააგენტოსა და „საქართველოს რაგბის კავშირს“ შორის არსებული თანამშროლობა არასრულწლოვანი ბენეფიციარების ჯანსაღი ცხოვრების წესით დაინტერესებას, რეაბილიტაცია-რესოციალიზაციასა და მათ მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ
26 Февраль 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის ბაზას ეწვივნენ. ვიზიტის ფარგლებში მოზარდები გაეცნენ უნივერსიტეტის ისტორიას, საჰაერო ხომალდების ტექნიკური ექსპლუატაციის საკითხებს, ავიაციის , როგორც სახელმწიფოს პრიორიტეტული სფეროს მნიშვნელობას. არასრულწლოვანმა ბენეფიციარებმა ასევე, დაათვალიერეს საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და საფრენოსნო საწაფები. მსგავსი აქტივობები ბენეფიციარების რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის მხარდაჭერას, ცნობიერების ამაღლებასა და პროფესიული ორიენტაციის ხელშეწყობას ისახავს მიზნად, რაც უწყების ძირითადი პრიორიტეტია. ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოსა და საქართველოს საავიაციო უნივერსიტეტის მხარდაჭერით განხორციელდა.

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ
21 Февраль 2024

არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ

დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს არასრულწლოვანი ბენეფიციარები, სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, გალაკტიონ ტაბიძის თბილისში მდებარე მემორიალურ სახლ-მუზეუმს ეწვივნენ. მოზარდებმა დაათვალიერეს მწერლის სამუშაო ოთახი და საცხოვრებელი გარემო, სადაც პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებას გაეცნენ. არასრულწლოვანი ბენეფიციარები, ასევე, გაეცნენ გალაკტიონ ტაბიძის დღიურს. სარეაბილიტაციო პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარებისთვის განხორციელებული შემეცნებითი ღონისძიებები მათ რეაბილიტაცია-რესოციალიზაციის პროცესის ხელშეწყობას ისახავს მიზნად. მუზეუმში ვიზიტი დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს და თბილისის მუზეუმების გაერთიანების მხარდაჭერით განხორციელდა.

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს
16 Февраль 2024

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს

ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო მხარს უჭერს იუსტიციის სამინისტროს ინოვაციურ რეფორმებს. იუსტიციის სამინისტროს ერთ-ერთი პრიორიტეტი მსჯავრდებულთა და ყოფილ პატიმართა რეაბილიტაცია-რესოციალიზაციაა. პატიმრების დასახმარებლად არაერთი სახელმწიფო პროგრამა შეიქმნა. მათი მიზანი რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ხელშეწყობა და ამ გზით განმეორებითი დანაშაულისგან საზოგადოების დაცვაა. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩომ უმაღლესი შეფასება მისცა იუსტიციის სამინისტროს მიერ შექმნილ ინოვაციას „PROBBOX“-ს, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. სამინისტრო მუშაობს აღნიშნული პროექტის ექსპორტზეც. ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსთან თანამშრომლობით პრობაციონერებისთვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის არეალი საქართველოში კიდევ უფრო გაფართოვდა. პრობბოქსის აპარატები ამ ეტაპზე ქვეყნის მასშტაბით 10 ტერიტორიულ ერთეულში განთავსდება და, საერთო ჯამში, 27-ს მიაღწევს. მიმდინარე წლის ბოლომდე კი მათ რიცხვს კიდევ 10 დაემატება. „PROBBOX“ ევროპაში პირველი ინოვაციური ტექნოლოგიური მოწყობილობაა, რომელიც პრობაციონერთა ელექტრონულ კონტროლსა და სერვისებს უზრუნველყოფს. პირველად ევროპაში, მისი საშუალებით პრობაციონერთა რეგისტრაცია და მომსახურება, პრობაციის ბიუროში გამოცხადების გარდა, იუსტიციის სახლებსა და მუნიციპალურ შენობებში ხორციელდება, რითაც უზრუნველყოფილია პრობაციონერთა მეტი ანონიმურობა და გაზრდილია პრობაციის შესაძლებლობის გეოგრაფიული არეალი. საელჩომ სააგენტოს ასევე გადასცა 50 ელექტრონული ზედამხედველობის მოწყობილობა, რომელიც შინაპატიმრობის აღსრულების პერიოდში ადგილმდებარეობის მუდმივ მონიტორინგს ახორციელებს. ხოლო მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრს აგროპროდუქციის დისტრიბუცია-რეალიზაციისთვის მსუბუქი ავტომობილი და ციფრული ტექნიკა გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ იუსტიციის მინისტრის მოადგილე ბუბა ლომუაშვილი; ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოადგილე საქართველოში ალან პერსელი და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო ანტინარკოტიკული და სამართალდამცავ ორგანოებთან თანამშრომლობის ბიუროს დირექტორი სარა რუპერტი; ასევე დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლადო ხელაძე; მსჯავრდებულთა პროფესიული მომზადებისა და გადამზადების ცენტრის ხელმძღვანელი თამთა დემურიშვილი