ვიდეოპაემანი

პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ მსჯავრდებულს, გარდა განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებული მსჯავრდებულისა პატიმრობის კოდექსის 50-ე მუხლის პირველი ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული  მსჯავრდებულებისა, უფლება აქვს, ისარგებლოს ვიდეოპაემნით (პირდაპირი ხმოვანი და ვიზუალური ტელეხიდით) ნებისმიერ პირთან.

მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ორგანიზებას მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე უზრუნველყოფს პენიტენციური დაწესებულება, ხოლო პენიტენციური დაწესებულების გარეთ – სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დანაშაულის პრევენციის, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტო.

მსჯავრდებული ვიდეოპაემნით სარგებლობს საფასურის გადაუხდელად.

ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია ათი კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე. მსჯავრდებულებს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეთ დამატებითი ვიდეოპაემანი.

ქალ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია 10 კალენდარული დღის განმავლობაში არაუმეტეს ერთხელ, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში დამატებით ერთხელ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე;

არასრულწლოვან მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის განხორციელება შესაძლებელია 1 თვის განმავლობაში, არაუმეტეს ოთხჯერ, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში დამატებით ორჯერ, სამუშაო დღეებში 10:00 საათიდან 18:00 საათამდე.

ვიდეოპაემნით სარგებლობის უფლება მსჯავრდებულს ეზღუდება დისციპლინური სახდელის მოხდის, დისციპლინური პატიმრობის ან პენიტენციურ დაწესებულებაში განსაკუთრებული პირობების შემოღებისა და კრიზისული ვითარების პერიოდში.

მსჯავრდებულთან ერთჯერადი ვიდეოპაემნის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.

ვიდეოპაემანი შესაძლებელია ვადამდე შეწყდეს:

ა) მსჯავრდებულის სურვილის საფუძველზე;

ბ) უსაფრთხოების დაცვის მიზნით.

 

საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, პენიტენციური დაწესებულებისა და სააგენტოს წარმომადგენლები ახორციელებენ მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის ვიზუალურ ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობას, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე მსჯავრდებულისა და მასთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა.

მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის რეგისტრაცია წარმოებს ამ პირის მიერ წარმოდგენილი განცხადების საფუძველზე დანართი №1-ის შესაბამისად. ამასთან, მსჯავრდებულთან ვიდეოპაემნის მსურველი პირის რეგისტრაცია შეიძლება ასევე განხორციელდეს ელექტრონული სახით, პრობაციის ეროვნული სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ფორმის მეშვეობით.

 

მსჯავრდებულ თან ვიდეოპაემანის მსურველი პირის განცხადება უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას:

ა) ამ პირის და მსჯავრდებულის საიდენტიფიკაციო მონაცემებს (სახელი, გვარი, მამის სახელი და განმცხადებლის პირადი ნომერი);

ბ) განმცხადებლის საკონტაქტო მონაცემებს;

გ) მითითებას იმ დაწესებულების შესახებ, სადაც სასჯელს იხდის მსჯავრდებული;

დ) მითითებას ამ პირის კავშირის შესახებ მსჯავრდებულთან;

ე) მითითებას ვიდეოპაემნის გამართვის განხორციელების სასურველი თარიღის შესახებ;

ვ) განმცხადებლის ხელმოწერა და თარიღი;

ზ) მსჯავრდებულის თანხმობა/უარი და მისი ხელმოწერა (აისახება დაწესებულებაში გაგზავნილ განცხადების ასლზე).

 

მიმაგრებული ფაილები